ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის გააქტიურება წინასაარჩევნო პერიოდში

  

ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე განხილულ იქნა პოლიტიკურ პარტიებთან კლუბის აქტივისტების მუშაობის გაძლიერების აუცილებლობა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით. წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად გააქტიურდება კლუბის მუშაობა ამ მიმართულებით. დაიგეგმა შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან და ასევე შეხვედრების ორგანიზება ქალი-კანდიდატების მხარდასაჭერად.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბი აქტიურ თანამშრომლობას იწყებს პოლიტიკურ პარტიებთან

 

წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა დაეთმო კლუბის სამომავლო გეგმის შედგენას, რომელიც მიმართული იქნება პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობის გაძლიერებისაკენ.  კლუბზე დაფიქსირდა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უკეთ უნდა გააცნობიერონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა ჩართულობის აუცილებლობა. კლუბის წევრები და აქტივისტები ამაში თავიანთი წვლილის შეტანას აპირებენ.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები