საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ქუთაისის ბიბლიოთეკაში

კატეგორია: ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ავტორი: Super User გადასვლები: 2476
 
3 აგვისტოს ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორმა, იურისტმა და ფსიქოლოგმა საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს საჯარო ბიბლიოთეკაში. შეხვედრას ესწრებოდა ბიბლიოთეკის 20-ზე მეტი თანამშრომელი.
იურისტმა ისაუბრა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებზე. გაიცა კონსულტაცია დასაქმებულთა უფლებებსა და მოვალეობებზე, შრომითი ურთიერთობის სუბიექტებზე, პრობლემის მოგვარების გზებსა და ეტაპებზე, თუ როგორ უნდა დაიწყონ თავიანთი პრობლემის ადვოკატირება, ვის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი და ვისგან შეუძლიათ მოითხოვონ სრული ინფორმაციის მიღება.
ფსიქოლოგმა ისაუბრა ქალთა სოლიდარობაზე, საზოგადოებაში არსებული აგრესიის მიზეზებსა და შედეგებზე. გაიცა საერთო სახის ფსიქოლოგიური რეკომენდაციები.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)