საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა განახორციელა მინი-პროექტი „ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“. ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების და საკრებულოს წარმომადგენლებთან. შემდეგ კი ორი ტრენინგი, რომელთაც ესწრებოდნენ 15 საბავშვო ბაღის პედაგოგები და გამგეები, ბაღების გაერთიანების და მერიის წარმომადგენლები.
ტრენინგის მონაწილეებმა იმსჯელეს გენდერულ სტერეოტიპებზე და ძალადობის პრობლემებზე, მათი გადაჭრის ხერხებზე. პროექტის ფარგლებში რამდენიმე ბაგა-ბაღში შეიქმნა „საკომუნიკაციო დაფა“. დაფის მეშვეობით მშობელს შეუძლია, ანონიმურად დააფიქსიროს თავისი აზრი და, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება რეაგირება ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)