საინფორმაციო შეხვედრა სამედიცინო პერსონალთან ამბროლაურში

კატეგორია: შეხვედრები ავტორი: Super User გადასვლები: 908

1 2 3

9 ოქტომბერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა სამედიცინო პერსონალთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ოჯახის ექიმები, სასწრაფო დახმარების ექიმები, პოლიკლინიკებსა და სოფლის ამბულატორიებში მომუშავე მედპერსონალი.

ისაუბრეს აქტუალურ საკითხებზე: კანონი ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ, რეფერირება და კონკრეტულად - სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიკაციისა და დახმარების კუთხით.

ასევე გაიმართა ამ საკითხებზე სპეციალურად მედპერსონალისთვის გამოცემული პუბლიკაციის პრეზენტაცია. შეკრებილებმა გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები და მზადყოფნა, უფრო აქტიურად ჩაერთონ ძალადობის პრევენციის პროცესში. 

პროექტი ხორციელდება ფონდ Human Doc-თან პარტნიორობით
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების
თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით