ხონში ახალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია რეგისტრირდება

კატეგორია: შეხვედრები ავტორი: Super User გადასვლები: 938

1 2

ხონში ახალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია დარეგისტრირდება. ეს იქნება  პირველი ორგანიზაცია ხონში, რომელიც იმუშავებს შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მათი ინტეგრირებისათვის საზოგადოებაში.

ამჟამად მიმდინარეობს აქტიური ონლაინ შეხვედრები და კონსულტაციები. მომავალი ორგანიზაციის ხელმძღვანელს შეხვდნენ პროექტის პარტნიორი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ხონში: განათლებისა და განვითარების ცენტრი „ედელვაისი“ და დევნილთა საინიციატივო ჯგუფი. ეს ორგანიზაციები მენტორობას გაუწევენ ახალ ორგანიზაციას და დაეხმარებიან იურიდიული საკითხების მოგვარებაში. შეხვედრაზე ისაუბრეს ორგანიზაციის რეგისტრაციასა და წესდებაზე.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით