ბაღდათის მუნიციპალიტეტში არსებულ საინიციატივო ჯგუფთან ონლაინ ჩატარდა საკონსულტაციო შეხვედრა. განხილულ იქნა ჯგუფის დარეგისტირების საკითხი და დებულების სამუშაო ვარიანტი, რომლის შემუშავებაში აქტიურად არის ჩართული ჩვენი პარტნიორი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „თანასწორობა ახლა“. საკონსულტაციო შეხვედრაზე აქცენტები დაისვა ორგანიზაციის მისიასა და მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ ის მხარდაჭერა, რასაც ისინი ამჟამად გრძნობენ, ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ნაბიჯებისთვის დიდ ასპარეზზე.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.