კანონის მონიტორინგი: ინტერვიუები და ფოკუს-ჯგუფი

კატეგორია: შეხვედრები ავტორი: Super User გადასვლები: 1604

  

„კანონის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მონიტორინგის ფარგლებში თებერვალში ჩატარდა ორი ჩაღრმავებული ინტერვიუ ქალაქ ფოთის შსს საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შინაგან საქმეთა სამინისტროს საქალაქო სამმართველოს უფროსთან და ინსპექტორ გამომძიებლებთან. თვისობრივი ინფორმაციის მიღების მიზნით გაიმართა ფოკუს ჯგუფი საზოგადოებისა და შსს წარმომადგენლების ჩართულობით. მოხდა ინფორმაციის გამოთხოვა შსს-დან შემაკავებელი ორდერების გამოცემისა და დარღვევის სტატისტიკასთან დაკავშირებით. ღონისძებების მიზანი იყო იმის გამოკვეთა, თუ როგორია შსს ჩართულობა კანონის იმპლემენტაციაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)