მრგვალი მაგიდა ქუთაისში

კატეგორია: შეხვედრები ავტორი: Super User გადასვლები: 4010

     

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით 9 დეკემბერს ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე: „არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობა ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვის საკითხებში.“

ღონისძიებას ესწრებოდნენ დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტის - ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის, ხობის, ოზურგეთის, ბათუმის - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები; პარტნიორი ორგანიზაციები; ქუთაისის, სენაკის, ოზურგეთის, ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, მასმედიის წარმომადგენლები. გამომსვლელებმა ისაუბრეს საკუთარ მუნიციპალიტეტებში მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით არსებულ გამოცდილებაზე, სამართლებრივ ასპექტებზე. დისკუსისას გაჟღერდა რეკომენდაციები, რომ აუცილებელია გაგრძელდეს თანამშრომლობა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს შორის, რათა მიღწეულ იქნას ეფექტური შედეგები ძალადობის პრევენციის პროცესში.

მრგვალი მაგიდა  ფონდი „სოხუმის“ ფინალური ღონისძიება იყო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)