სენაკის გენდერული საბჭოს სხდომა

კატეგორია: შეხვედრები ავტორი: Super User გადასვლები: 2598

  

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს 24-ე სხდომა დაიწყო ახალგაზრდული საკრებულოს წევრების საინტერესო ინიციატივების წარდგენით. საბჭომ განიხილა ახალგაზრდული პროექტის შემუშავებისა და თანადაფინანსების საკითხი, რაც აქტიურ ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, დამოუკიდებლად განახორციელონ თავიანთი ინიციატივები მცირე გრანტების მეშვეობით. თავის მხრიდან, ახალგაზრდული საკრებულოს წარმომადგენლებმა გამოხატეს  მზადყოფნა, ჩაერთონ გენდერული საბჭოს პროექტებში.

ამას გარდა, სხდომაზე დეტალურად იმსჯელეს ახალგაზრდებისა და ქალთა როლის გაძლიერებაზე ოჯახში ძალადობის პრევენციის და სენაკის მუნიციპალიტეტის  სოფლებში სოციალური პრობლემების ადვოკატირების პროცესში. საბჭოს წევრები იმედოვნებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა და ფონდი „სოხუმი“ მხარს დაუჭერენ მათ პროექტს.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით