ტრენინგი პრობაციის ბიუროს ოფიცრებისთვის

კატეგორია: ტრეინინგ-სემინარები ავტორი: Super User გადასვლები: 1439

1 2 3

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ორგანიზებით, ფონდმა „სოხუმმა“, რომელიც ამ ქსელის წევრია, თავის ოფისში ჩაატარა ტრენინგი იმერეთის პრობაციის ბიუროს ოფიცრებისთვის. 

ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის აქტუალობა, კანონის აღსრულების მექანიზმები. მსხვერპლთან და მოძალადესთან მუშაობის სპეციფიკა, პრობლემები, გამოწვევები, გამოსავლის გზები, - ტრენინგი, ძირითადად, ამ მიმართულებით წარიმართა.

მონაწილეები გაეცნენ  ქალთა მიმართ ძალადობის სკრინინგ-ინსტრუმენტის გზამკვლევს. იმუშავეს პრაქტიკულ სავარჯიშოზე, რაც მიზნად ისახავდა მსხვერპლის იდენტიფიცირებას სპეციალურად შემუშავებული კითხვარის მეშვეობით.

პრობაციის ბიუროს ოფიცრები მალე ჩაერთვებიან ქალი მსჯავრდებულების სკრინინგის პროგრამაში ძალადობის შემთხვევების გამოსავლენად, რაც  მსხვერპლთა მხარდაჭერას და მათ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.   

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)