სენაკი - ტრენინგი ერთობლივი პროექტის ფარგლებში

კატეგორია: ტრეინინგ-სემინარები ავტორი: Super User გადასვლები: 1516

1 2 3

18 ოქტომბერს სენაკის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი  პროექტის ფარგლებში მესამე ტრენინგი გაიმართა .

პროექტის „ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა - გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენციისათვის“ მიზანია სხვადასხვა რგოლის ინფორმირება და აქტიური ჩართვა პრევენციულ ღონისძიებებში.

მესამე ტრენინგს სენაკის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ესწრებოდა 25 მონაწილე - აიპის ხელმძღვანელები და საბავშვო ბაღების მენეჯერები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)