ვორკშოპი კონფლიქტოლოგიაში ქალებთან

კატეგორია: ვორკშოპები ავტორი: Super User გადასვლები: 4698
ქუთაისში, წყალტუბოში და ფოთში ჩატარებულ ვორკშოპზე ქალებმა მიგრაციის თემა განსაკუთრებული ინტერესით განიხილეს. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მონაწილის ოჯახის წევრები და ახლობლები უცხოეთში არიან სამუშაოდ წასული, მათი კომენტარები განსაკუთრებით ემოციური იყო.
- არ უნდა წასულიყვნენ, ბავშვები არ უნდა დაეტოვებინათ, - არაკორექტული და არასამართლიანია მიგრაციაში მყოფი ქალების ასეთი შეფასება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა საქართველოში უმუშევრობა პიკს აღწევს, - ითქვა შეხვედრებზე.
დისკუსიის დიდი ნაწილი დაეთმო მსჯელობას, როგორ დავეხმაროთ ბავშვებს,  რომელთაც სერიოზული პრობლემები აქვთ. დედებს უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრიათ - არა მხოლოდ ფინანსურად დაეხმარონ საკუთარ ოჯახებს, იზრუნონ იმაზეც, რომ არ მოხდეს გაუცხოება შვილებთან.
აღინიშნა, რომ ამ თემებზე დისკუსიები ადამიანებს სწორი ანალიზის და ურთიერთობის მართვის საშუალებას აძლევს.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)