მიგრაციის თემა - ვორკშოპზე

კატეგორია: ვორკშოპები ავტორი: Super User გადასვლები: 5418
მიგრაცია - თემა, რომელიც საკმაოდ აქტუალურია ყველა თაობაში.
რას ფიქრობენ ახალგაზრდები ამ საკითხზე, რა კავშირშია მიგრაცია ოჯახურ კონფლიქტებთან, რა პროპლემებს აწყდებიან უდედოდ გაზრდილი ბავშვები, სად არის გამოსავალი.  - ამ საკითხებზე გაიმართა ვორკშოპები ახალგაზრდებთან წყალტუბოში, ქუთაისსა და ხონში.

მონაწილეთა აზრით, ქალთა მიგრაციამ ოჯახებში ფინანსური პრობლემები მოაგვარა, მაგრამ სხვა პრობლემების წარმოშობას შეუწყო ხელი.
ვორკშოპებზე გაანალიზდა რეალური ისტორიები და აღინიშნა, რომ მამები, ბებია-ბაბუები, დედის მაგივრობას ვერ უწევენ ბავშვებს, იქმნება ფსიქოლოგიური ბარიერი, რაც ხშირად იწვევს კონფლიქტებს ოჯახში. 
ახალგაზრდების აზრით, მიგრაციის შეჩერება შეუძლებელია ქვეყანაში არსებული უმუშევრობის ფონზე, მაგრამ შეიძლება ურთიერთობების დარეგულირება ოჯახში - აქცენტი გაკეთდა არასამთავრობო ორგანიზაციების განსაკუთრებულ მისიაზე და  ფსიქოლოგის როლის გაძლიერებაზე სკოლებში.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)