კონფლიქტის ანალიზი - ვორკშოპების თემა

  

წყალტუბოში, ხონში, სენაკში ახალგაზრდების ჯგუფთან კონფლიქტოლოგიის ვორკშოპები გაიმართა. მონაწილეები გაეცნენ კონფლიქტის ანალიზის მეთოდებს: „ხახვი“, „კონფლიქტის ხე“. იმსჯელეს, რამდენად მნიშვნელოვანია იმ მიზეზების შესწავლა-გაანალიზება, რომლებიც კონფლიქტების განვითარებას უწყობს ხელს.

საინტერესო დისკუსია გაიმართა სოფელ ივანდიდში (ხონის მუნიციპალიტეტი). მსგავსი ფორმატის დისკუსიაში ახალგაზრდები პირველად მონაწილეობდნენ და განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ.

მონაწილეები მიიჩნევენ, რომ  მიღებული ინფორმაციები დაეხმარება მათ, პრაქტიკაში გამოიყენონ ეს მეთოდები და შეძლონ კონფლიქტების მართვა.

ვორკშოპებზე ახალგაზრდების მხრიდან დაფიქსირდა ინიციატივები, დისკუსიები ამ თემაზე სკოლებშიც გააგრძელონ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები ქალთა ჯგუფებთან

რას ნიშნავს კონფლიქტის ანალიზი და რამდენად მნიშვნელოვანია ის კონფლიქტების მართვაში - ამ საკითხებზე იმსჯელეს ფოთში, ქუთაისსა და კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა ჯგუფებთან  გამართულ ვორკშოპებზე.

მონაწილეებმა ანალიზი რეალური ისტორიების განხილვით დაიწყეს. გამოკვეთა შეცდომები, რომელთაც ადამიანები ხშირად უშვებენ ურთიერთობებში და ამით ხელს უწყობენ კონფლიქტების განვითარებას.

სოფელ კოკში ვორკშოპი პედაგოგების ჯგუფთან ჩატარდა. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ  მიღებულ უნარ-ჩვევებს მოსწავლეებთან ურთიერთობებში გამოიყენებენ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

პროექტი სენაკში „ახალგაზრდები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“

   

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა განახორციელა პროექტი „ახალგაზრდები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სამი სოფლის - ნოსირის, ძველი სენაკის და ნოქალაქევის საჯარო სკოლებში ჩატარდა ვორკშოპები თემაზე „გენდერი და გენდერული ძალადობა“.

ვორკშოპების მონაწილეები იყვნენ მეათე-მეთერთმეტე კლასების მოსწავლეები. ბრეინშტორმინგის მეთოდით მოხდა ახალგაზრდების შეხედულებების და მათი დამოკიდებულებების განსაზღვრა გენდერისა და გენდერული ძალადობის საკითხებზე. ახალგაზრდებმა ისაუბრეს ძალადობის შედეგებზე,ზეგავლენაზე ქალებსა და ბავშვებზე.

შემდეგ მათ თვითონ გამოიჩინეს ინიციატივა და ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები თანატოლებთან. ნოსირსა და ძველ სენაკში მოსწავლეებმა აქციების ორგანიზებაც შეძლეს მოწოდებებით „არა - ძალადობას!“

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები კონფლიქტოლოგიაში

  

- როგორ დავეხმაროთ ძალადობის მსხვერპლს. ვინ შედის რეფერალურ სუბიექტებში, როგორ განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას კანონი - ამ საკითხებზე ჩატარდა ვორკშოპები  ახალგაზრდების  და ქალების ჯგუფებთან ქუთაისში, ხონში, სენაკში, წყალტუბოში, ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). 

- ძალადობასთან ბრძოლა საზოგადოების აქტივობით უნდა იწყებოდეს, ნებისმიერი ადამიანი უნდა გრძნობდეს სამოქალაქო პასუხისმგებლობას ძალადობის შემთხვევაში და დროულად ჩაერიოს მეზობლის, მეგობრის... ოჯახურ კონფლიქტებში, - აღნიშნავდნენ შეხვედრის მონაწილეები.

დისკუსიისას, რეფერალურ სუბიექტებზე საუბრისას განსაკუთრებით სკოლის დატვირთვაზე გააკეთეს აქცენტი.  მათი მოსაზრებით, სკოლა ერთ-ერთი სერიოზული რგოლია, რომელიც ძალადობის პრევენციაში აქტიურად უნდა იყოს ჩართული.

ვორკშოპების მონაწილეები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ 16-დღიან კამპანიას ქალთა ძალადობის წინააღმდეგ და საზოგადოების ინფორმირებას, პრობლემის მოგვარებაში ერთ-ერთ სერიოზულ ნაბიჯად მიიჩნევენ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპი ბავშვთა სოფელში

  

ბულინგი - როგორც ძალადობის ფორმა მოზარდებში. ბულინგის მიზეზები, სახეები, შედეგები, პრევენციის გზები - ამ და უამრავ სხვა საკითხზე ისაუბრეს ბავშვთა სოფლის სააქტო დარბაზში შეკრებილმა მოზარდებმა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებთან ერთად.

მრავალფეროვნებისთვის ვორკშოპი სხვადასხვა სახით წარიმართა: როლური თამაში,  ჯგუფური მუშაობა, დისკუსია. ზოგიერთისთვის ეს ნაცნობი თემა იყო. ზოგიერთს თავად განუცდია ბულინგი ან უძალადია სხვებზე... გულახდილმა საუბრებმა ვორკშოპს საინტერესო სახე მისცა.

ვორკშოპი გაიმართა 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში. ორგანიზატორი - ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები