ვორკშოპები ქალებთან: პიროვნული კონფლიქტები

 

ვორკშოპები ქალების ჯგუფთან გაიმართა ხონში, სენაკში, ხურჩაში. ოჯახური კონფლიქტების მაგალითების გარჩევის შემდეგ მუშაობა ინტერაქტიულად წარიმართა. მონაწილეებმა აღიარეს, რომ საკუთარი თავისთვის „გარედან“ არასოდეს შეუხედავთ და აღმოაჩინეს, რომ ხშირად თვითონვე ყოფილან ოჯახში კონფლიქტების ინიციატორები.

-ძნელია, საკუთარ თავს გაუბრაზდე, სამაგიეროდ სხვებზე გაბრაზება ადვილია. 

-ხშირად,როცა ვინმეზე ნაწყენი ვარ, ბრაზს ოჯახში ვანთხევ, იმიტომ რომ საკუთარ თავთან ყოველთვის რთულია წინააღმდეგობების დაძლევა.

- თუ ყველა ადამიანი შეძლებს პიროვნული, შიდა კონფლიქტების მართვას, ნაკლები იქნება ოჯახური კონფლიქტები, - ასეთი იყო მონაწილეთა მოსაზრება.

ვორკშოპებზე აღინიშნა, რომ სკოლებში უნდა ისწავლებოდეს კონფლიქტოლოგია, როგორც საგანი, განსაკუთრებით ბოლო კლასებში, რადგან ახალგაზრდები უკეთ შეისწავლიან საკუთარ თავს და უფრო ადვილად შეძლებენ სხვადასხვა ტიპის კონფლიქტების დარეგულირებას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდები კონფლიქტის მართვას განიხილავენ

 

პიროვნული კონფლიქტების გარჩევა საინტერესო გამოდგა ახალგაზრდებისთვის. მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებში გამოიკვეთა, რომ ხშირად ჰქონიათ დაპირისპირება საკუთარ თავთან: როცა ბოლომდე არააქვთ გარკვეული, რა უნდათ, რა მიზანი აქვთ. პიროვნული კონფლიქტები ხშირად გამოაქვთ გარეთ, რაც სხვებთან ურთიერთობაში ნეგატიურად აისახება.

საინტერესო იყო ცალკეული ჯგუფების მიერ წარმოდგენილი იმიტირებული ოჯახურისცენები. ახალგაზრდები საერთო დასკვნამდეც მივიდნენ: თუ გვინდა კონფლიქტების მოგვარება, ჯერ საკუთარ თავში მიმდინარე კონფლიქტები უნდა მოვაგვაროთ, შემდეგ უფრო ადვილია ოჯახური კონფლიქტების მართვა.

ვორკშოპები გაიმართა წყალტუბოში, ფოთში, ქუთაისში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები ქალებთან

 

ვორკშოპები კონფლიქტოლოგიაში გაიმართა წყალტუბოში, სენაკში, ხონში. მასში სხვადასხვა ასაკის ქალებმა მიიღეს მონაწილეობა.

როგორ გამოვიყენოთ კომუნიკაცია ოჯახური კონფლიქტების მართვისას, რატომ ვერ ვახერხებთ ეფექტურ ურთიერთობას ერთმანეთთან - ამ საკითხებზე გაიმართა დისკუსია.

მონაწილეებმა ცხოვრებისეული მაგალითები გააანალიზეს. ისაუბრეს პრობლემებზე, რომლებიც კომუნიკაციის დამყარებას ხელს უშლის, ან პირიქით - ეხმარება.

ვორკშოპის მონაწილე ქალების აზრით, დისკუსიები ამ საკითხზე უნდა გაგრძელდეს, რადგან კომუნიკაციის როლი კონფლიქტების მართვაში მნიშვნელოვანია. რაც მეტი ადამიანი გაეცნობა ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკას, უფრო მეტად შემცირდება  ოჯახური კონფლიქტების განვითარების რისკი.  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლის თემებში

   

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარეობს ვორკშოპების სერია გენდერსა და ოჯახში ძალადობის თემაზე გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენცია სენაკის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში (ფონდი ,,სოხუმის“ და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით).

ვორკშოპებს ატარებენ მწვრთნელები, რომლებმაც ივნისის დასაწყისში გაიარეს ტრენინგი. მწვრთნელთათვის საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლების შემდეგ საზოგადოების წარმომადგენლები  თავიანთ ცოდნას გადასცემენ სოფლის მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს: მისწავლეებს, საბავშვო ბაღებისა და სკოლების პედაგოგებს, სოფლის მცხოვრებლებს...

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

კომუნიკაცია ოჯახური კონფლიქტების მართვისას

   

ვინ როგორ ფლობს და რამდენად ეფექტურად იყენებს კომუნიკაციის ტექნიკას, რა კავშირშია კომუნიკაცია კონფლიქტებთან - ახალგაზრდებმა ამ საკითხებზე გამართეს დისკუსიები კონფლიქტოლოგიის ვორკშოპზე ფოთში, კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ქუთაისში.

მუშაობისას გამოყენებული იყო იმიტირებული წარმოდგენები, ახალგაზრდებმა წარმოაჩინეს, რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახური კონფლიქტის მართვაში კომუნიკაცია.

გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება:

- კომუნიკაცია მხოლოდ საუბარი არ არის, კომუნიკაციის ეფეტურობა ნიშნავს აზრის სწორად მიწოდებას და მიღებას.

-არასწორად გაგებული აზრი ხშირად ხდება დაპირისპირების მიზეზი, ხელს უწყობს კონფლიქტების განვითარებას.

მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებამ უნდა მიიღოს ინფორმაცია ეფექტური კომუნიკაციის შესახებ, რადგან ეს საუკეთესო მექანიზმია ოჯახური კონფლიქტების პრევენციისთვის.  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები