სტრატეგიული ვორკშოპი ფონდ „სოხუმში“

1 2 3 4 5

ფონდი „სოხუმის“ ოფისში ორი დღის განმავლობაში - 11 და 12 აპრილს მიმდინარეობდა სტრატეგიული ვორკშოპი, რომელზეც პრაქტიკული საკითხები განიხილეს მონაწილეებმა - კოალიცია „ქალი და მშვიდობის“ რამდენიმე ორგანიზაციის წევრებმა. ვორკშოპი ჩაატარა ფასილიტატორმა ფელიპ დაზა სიერამ საერთაშორისო ორგანიზაცია Kvinna till Kvinna-ს მოწვევით.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ვორკშოპები და ფორუმ-თეატრის წარმოდგენები

        

კონფლიქტოლოგიის კურსდამთავრებულებმა 4 ვორკშოპი ჩაატარეს ფოთისა და ქუთაისის საჯარო სკოლებში თემებზე: „მასკულინურობისა და ფემინურობის კონცეფციები“ და „კონფლიქტის ტიპები, სახეები და მოგვარების მეთოდები“. ასევე ჩატარდა ფორუმ-თეატრის წარმოდგენები და დისკუსიები ქუთაისის და ხონის საჯარო სკოლებში.

ეს მუშაობა მომდინარეობს ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის არაძალადობრივად მოგვარების ხელშეწყობა ტრენინგების მეშვეობით დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება კანადის ადგილობრივი ინიციატივების  ფონდის -CFLI (კანადის საელჩო თურქეთში) მხარდაჭერით

ვორკშოპები კონფლიქტის ტრანსფორმაციის თემაზე

     

კიდევ ორი ვორკშოპი ჩატარდა პროექტის „ქალთა შესაძლებლობების განვითარება კონფლიქტის ტრანსფორმაციაში ახალი მიდგომების გამოსამუშავებლად“ ფარგლებში.

9 ივნისს ნინო ხუბულავამ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში შეკრებილ ახალგაზრდებთან ერთად იმუშავა კონფლიქტის ანალიზისა და ტრანსფორმაციის თემაზე. დაინტერესება ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებით დიდი იყო. მონაწილეებმა დააფიქსირეს სამშვიდობო ინიციატივები.

27 ივნისს ვორკშოპი გაიმართა ხონის 1-ლ საჯარო სკოლაში. თემა აქტუალური აღმოჩნდა მონაწილეებისთვის. ფასილიტატორმა მარი ჩარგალეიშვილმა ისაუბრა კონფლიქტის მიზეზებზე, ისტორიულ ფაქტებზე, დინამიკაზე.

 

ორივე ვორკშოპზე ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ ჯგუფურ მუშაობაში.  საინტერესო იყო მათი პრეზენტაციები, დისკუსია, კონფლიქტის მოგვარების გზების ძიება.

პროექტი ხორციელდება  შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით

ახალგაზრდული ვორკშოპი წყალტუბოში

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პროექტის „ახალი ხედვები  ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციისათვის“ ფარგლებში ფონდი „სოხუმის“ აქტივისტმა გოგონებმა ვორკშოპი გამართეს, სადაც პროდუქტიულად გამოიყენეს ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფლიქტოლოგიის ტრენინგზე მიღებული ცოდნა და უნარები.

ვორკშოპის მონაწილეები, ორგანიზატორები პოზიტიურ შეფასებას აძლევენ ღონისძიებას: „ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც აქ ხდება. სწორედ ახალგაზრდები უნდა იყვნენ ჩართული კონფლიქტის მოგვარებაში. მახარებს ის, რომ ჩემი თანატოლები კონფლიქტის მოგვარებისთვის მხოლოდ მშვიდობიან ფორმებს აღიარებენ. მათ დიდი სურვილი აქვთ, დაამყარონ კონტაქტები ახალგაზრდა აფხაზებთან“.  

პროექტი ხორციელდება  შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით

ბულინგი პირდაპირ კავშირშია ოჯახურ კონფლიქტებთან - ამბობენ ვორკშოპების მონაწილეები

  

- ბულინგი ძალიან მტკივნეული საკითხია. უმრავლესობამ არც კი იცის, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მოზარდთა შორის განვითარებულ კონფლიქტს. ყველას ერთნაირი ფსიქიკა არ აქვს, შესაძლოა საქმე სუიციდამდე მივიდეს. ამიტომ პედაგოგებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ამ საკითხს.

- მშობლები ხშირად ხელს უწყობენ ბულინგის განვითარებას. მაგალითად, საკუთარ შვილებს წინასწარ აპროგრამებენ, ვისთან იმეგობრონ, ვის მიანიჭონ უპირატესობა, რაც  არასწორია.

ასეთი პოზიციები ჰქონდათ ვორკშოპის მონაწილე ქალებს ფოთში, სენაკსა და ქუთაისში.

დისკუსიისას აღინიშნა, რომ ბულინგის თემა პირდაპირ კავშირშია ოჯახურ კონფლიქტებთან. ბავშვები, რომლებიც კრიზისულ ოჯახებში იზრდებიან, ხშირად აგრესიას ავლენენ თანატოლების მიმართ, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავენ მათ და ასე ცდილობენ ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლებას. ან პირიქით, არასრულფასოვნების შეგრძნება აწუხებთ და თავად ხდებიან ბულინგის მსხვერპლნი.

ვორკშოპების დროს ქალებმა მიიღეს რჩევები, როგორ გამოიცნონ ბულინგი, როგორ დაეხმარონ ბავშვს, თუკი ის ბულინგის ობიექტი ხდება, ან თავად იწყებს ძალადობას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები