თბილისის წარმომადგენლობა

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობა ფუნქციონირებს 2019 წლიდან. მისი საქმიანობა მოიცავს:- ორგანიზაციის ინსტიტუციური გაძლიერება;

- სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას;

- მიღებული ინფორმაციის დამუშავებას და ორგანიზაციის შიდა დაგეგმვაში ინტეგრირებას, ადგილობრივ თემებში ქალებისთვის უფრო მიზანმიმართული და მათ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის და დახმარების გასაწევად;

- საქართველოში არსებული მხარდაჭერის მომსახურებების და შესაძლებლობების შესახებ სანდო ინფორმაციის მოძიებას და მის გავრცელებას სერვისებზე ქალების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად;

- ვებგვერდისა და სოციალური ქსელებისთვის ინფორმაციის მომზადებას, რათა ქალებმა მიიღონ ზუსტი ინფორმაცია, როგორც არსებული საჭიროებების, ასევე მათთვის ხელმისაწვდომი რესურსებისა და მომსახურებების შესახებ;

- ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ცნობადობის ამაღლებას პროფესიულ და საზოგადოებრივ წრეებში.

 

 https://www.facebook.com/FStbilisioffice

ორგანიზაციის სტრუქტურა

ორგანიზაციის დაარსების დღიდან ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარეა ალლა გამახარია.

დამფუძნებელთა კრებამ 2021 წლის 24 სექტემბერს ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორად  აირჩია თეა თორინავა.

გამგეობის წევრები: 

1. ალლა გამახარია

2. თეა თორინავა

3. ეკატერინე გამახარია

4. თამარ კუხალაშვილი

5. ნინო ჭაბუკიანი

მისია და ღირებულებები

  • სამშაბათი, 26 იანვარი 2021
  • 6300 ჯერ

ორგანიზაციის მისია

ქველმოქმედების, განათლებისა და სოციალური განვითარების გზით ქალების, იძულებით გადაადგილებული პირების, სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება და მხარდაჭერა.

ჩვენი ისტორია

ჩვენს სახელში არის სიტყვა „სოხუმი“ - ჩვენი საყვარელი ქალაქის, აფხაზეთის დედაქალაქის სახელი.

ორგანიზაციის თანამშრომელთა უმრავლესობა აფხაზეთიდანაა და ახლა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობს დევნილის (იძულებით გადაადგილებული პირის) სტატუსით - მას აქეთ, რაც 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ქართულ მოსახლეობას იძულებით დაატოვებინეს აფხაზეთი.

დევნილობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემის მოგვარება მხოლოდ გაერთიანებით და ერთმანეთის მხარდაჭერით იყო შესაძლებელი. სწორედ ეს იყო კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ შექმნის მიზანი. თავიდან მას ჰქონდა ქველმოქმედების მისია, მაგრამ წლების მანძილზე ფონდი „სოხუმის“ სამოქმედო არე გაფართოვდა და ის გადაიქცა სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთ ძლიერ ორგანიზაციად ქვეყანაში, რომელიც 28 წელზე მეტია, აქტიურად მუშაობს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის და არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრების, ქალთა გაძლიერების და მშვიდობის მშენებლობაში მათი ქმედითი ჩართვის მიმართულებით.

ფონდი „სოხუმი" 1997 წელს დარეგისტრირდა (რეგისტრაცია №7) და 1999 წელს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოხდა მისი ხელმეორე რეგისტრაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში.

ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან: ალლა გამახარია, მერი გელაშვილი, ნანული რამიშვილი და აწ განსვენებული ჟანა ჭაბუკიანი.

2019 წელს დაარსდა  ორგანიზაციის თბილისის წარმომადგენლობა (ვებგვერდზე არის კატეგორია  - თბილისის ოფისი).  

2021 წლის 19 ოქტომბრიდან ორგანიზაციას ეწოდა ქალთა ფონდი „სოხუმი“ (გადაწყვეტილება მიიღო დამფუძნებელთა კრებამ 2021 წლის 24 სექტემბერს და დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ).

2025 წლის 2 მაისიდან ორგანიზაციის სახელწოდებაა - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი სოხუმი (დაამტკიცა აფხაზეთის იუსტიციის სამინისტრომ). 

 

თბილისის წარმომადგენლობა

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები