ჩვენი ორგანიზაციის ოფისში გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სოციალური მუშაობა თემებში, ოჯახში ძალადობის პრევენცია და რეაგირება - მუშაობის შეფასება  და ანალიზი“.

ტრენინგს ესწრებოდნენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები და პარასპეციალისტები დასავლეთ საქართველოს ათი სამიზნე მუნიციპალიტეტიდან.

მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს სოციალური მუშაობის წარმატებული პრაქტიკა, შეაფასეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში სოციალური მუშაობის შედეგები, ისაუბრეს გამოწვევებზე, მიგნებებზე და მასზე რეაგირების მექანიზმებზე. 

ტრენინგის პროგრამიდან გამომდინარე მონაწილეებმა ინტერაქტიული ჩართულობით განსაზღვრეს ქალთა მხარდაჭერის სერვისების გამოყენების ეფექტიანობა. 

მათ ტრენერისგან მიიღეს საჭირო რჩევები, როგორ გაიზარდოს არსებული სერვისების გამოყენება ბენეფიციარების მიერ, რა დამატებითი უნარებია საჭირო სოციალური მუშაობის გასაძლიერებლად. 

ჯგუფური მუშაობის ფორმატში ფსიქოლოგთან ერთად შექმნეს პერსონის (ბენეფიციარის) ფსიქოსოციალური პორტრეტი; იმსჯელეს, რამდენად აუცილებელია ემპათია, სენსიტიური მიდგომა ძალადობის რისკის ქვეშ მყოფ  ქალებთან კომუნიკაციისას.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა აღნიშნეს:

„ტრენინგი კარგი შესაძლებლობაა ინფორმაციის გასაზიარებლად. ჩვენს ირგვლივ ბევრი ისეთი ქალია, რომელიც საჭიროებს მხარდაჭერას. ჩვენ შევძლებთ მათთან თანამშრომლობას და მათი მდგომარეობის შეცვლას სოციალური მუშაობის გაძლიერებით“. 

„მიღებული ინფორმაციები ჩემთვის არის ახალი უნარები, რომელთა გამოყენება  დამეხმარება რისკის ჯგუფის ქალების იდენტიფიცირებაში“.

„ვუსმენდი სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს და თითქმის ყველგან ერთნაირი სიტუაციაა - აუცილებელია სოციალური მუშაობა ძალადობის პრევენციისთვის. ბევრი რამ ვიცით, დღესაც ვისწავლეთ და ეს ყველაფერი პრაქტიკაში უნდა გამოვიყენოთ ქალების გასაძლიერებლად“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხონის და ხობის  მუნიციპალიტეტების ქალთა ჯგუფებთან მიგრაციის ფსიქოსოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი, სტრუქტურული ასპექტების და მისი პრევენციის საკითხზე  დისკუსიები ჩატარდა.  ისინი გაეცნენ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი სოხუმის კვლევის მიგნებებს და ისაუბრეს მიგრაციის პრევენციის და მისი ნეგატიური შედეგების შემცირების გზებზე

ქალებს ჰქონდათ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ხედვები, რამდენად მნიშვნელოვანია და რა უნდა გაკეთდეს  მიგრაციის შემცირებისა და მისი შედეგების შემსუბუქების, ემიგრაციაში მყოფი ქალების რეინტეგრაციისა და მათ ოჯახებში ფსიქოსოციალური კლიმატის გაუმჯობესებისთვის.  

ისინი თვლიან, რომ  აქვთ პატარა სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების რესურსი და შეუძლიათ ინიცირება გაუკეთონ  შეხვედრების ჩატარებას მიგრაციის რისკებზე, თუნდაც  რეალურ ისტორიებზე დაფუძნებული დისკუსიებით. განსაკუთრებული ინტერესი გამოიკვეთა ბავშვების ემოციურ და ქცევით მდგომარეობაში შესაძლო უარყოფითი ცვლილებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართ, რადგანაც ხედავენ უამრავ ნეგატიურ მაგალითს, რომელიც აუარესებს ოჯახების და, ზოგადად, საზოგადოებრივ კლიმატს.  

მომდევნო შეხვედრებზე კონკრეტული იდეების განხილვა მოხდება. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის საინფორმაციო შეხვედრაზე შეკრებილებმა ქალთა საჭიროებები განიხილეს. დევნილთა დასახლებაში სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები კვლავაც პრიორიტეტულია. 

ქალები ინფორმაციებს ცვლიან, საკუთარ მოსაზრებებს უზიარებენ ერთმანეთს, რა რესურსებით, რა საშუალებებით შეიძლება პრობლემები მოგვარდეს. 

ჩვენი ორგანიზაცია მათთან ერთად გეგმავს და ეძებს რესურსებს ქალთა მხარდასაჭერად.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო და საჭირო  ინფორმაციებს განიხილავენ ქალები ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. სიახლეებს შემდეგ ისინი აზიარებენ სხვა თემებში, რათა რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს ინფორმირებული. შეხვედრებს ხშირად მამაკაცებიც ესწრებიან.

ინფორმაციები ეხება ქალთა გაძლიერების საკითხებს, რაც ბენეფიციარების დაინტერესებას იწვევს. დახმარების შემთხვევევიც დაფიქსირდა. ინფორმაცია მიაწოდეს აფხაზეთში მცხოვრებ ქალს, რომელმაც ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლა. ერთმანეთის მხარდაჭერა და გაძლიერება თითოეული მათგანისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისის დღის ცენტრში დაიწყო პოლიმერულ თიხაზე მუშაობის ახალი კურსი. მსურველთა რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა და სწავლის მიმართ ინტერესიც დიდია. პედაგოგ მაკა ჯიშკარიანის დახმარებით ქალები სიამოვნებით ეუფლებიან ახალ საქმეს.

ჯგუფის წევრებს პირველივე მეცადინეობებზე შეხვდა ფსიქოლოგი ეკა ქვაჩაკიძე. მათ უკვე იციან, რას სთავაზობს ჩვენი ორგანიზაცია, როგორ ვართ დაინტერესებულები მათი წარმატებით და განვითარებით. 



პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მაისში ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა შეხვედრები გამართა სენაკის, ხურჩის, ქუთაისის, თერჯოლის, ვანის  ქალთა მხარდაჭერის ცენტრებთან.

შეხვედრის თემა იყო „ემოციები და სტრესი“. შეხვედრების პროცესში ფსიქოლოგმა გამოიყენა ე.წ. „ემოციების ამანათები“, სადაც ჩამოწერილი იყო ემოციების სახელები. მონაწილეები სხეულის ენით მინიშნებულ ემოციებს ასახიერებდნენ, რაც იყო სახალისოც და საინტერესოც.

„ემოცია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მისი გამოხატვის ინდივიდუალური განსხვავებები დამოკიდებულია ასაკზე, წარსულ გამოცდილებაზე, ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზე, მის ინტერესებსა და აქტივობებზე, ხასიათზე, სოციალურ გარემოზე და ა.შ. ქალებმა სავარჯიშოებით ბევრი რამ გაიგეს და ჩემს რჩევებსაც აუცილებლად გამოიყენებენ პრაქტიკაში“, - აღნიშნა ფსიქოლოგმა ეკა ქვაჩაკიძემ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მობილიზატორებთან ერთად აქტიურად მუშაობენ ჩვენი ორგანიზაციის მომზადებული პარასპეციალისტები. სოციალური მუშაობის გაძლიერება ცალკეულ თემში ხელს უწყობს ძალადობის რისკების შემცირებას ოჯახებში.

პარასპეციალიტები თანამშრომლობენ განსაკუთრებული მოწყვლადობით გამორჩეულ ოჯახებთან (დევნილები, სოციალურად დაუცველები, კრიზისული ოჯახები). მათი აღჭურვა ინფორმაციით და სწორი გადამისამართება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სოციალურ საქმიანობაში.

მაისში ქალთა მხარდაჭერის ათივე ცენტრში მოხდა ოცი ქეისის იდენტიფიცირება და  გადამისამართება საჭირო სერვისებსა და პროგრამებზე. პარალელურად, ტარდება მონიტორინგი და მოწმდება წინა თვეებში იდენტიფიცირებული ქეისების მიმდინარეობა.

მუშაობისას „პარასპეციალისტები აქტიურად იყენებენ ფონდი „სოხუმის“ მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოს „პარასპეციალისტის სოციალური მუშაობის გზამკვლევი თემის ლიდერებისთვის: ოჯახში ძალადობის რისკის  ქვეშ  მყოფიდა ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდასაჭერად.“

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

უმუშევრობა, დაბალი ფინანსური შემოსავალი ოჯახებში თითქმის ყველა თემის აქტუალური საკითხებია.

ეს პრობლემები განსაკუთრებით სენსიტიურია ხურჩის თემში, კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). საინფორმაციო შეხვედრებზე მსგავსი თემები აქტიურად განიხილება. შეკრებილები მსჯელობენ, გამოსავალს ერთობლივად ეძებენ. ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორი ახალ ინფორმაციებს აცნობს მოსახლეობას და ცდილობს, ამ გზით ხელი შეუწყოს სრულფასოვანი გარემოს შექმნას.  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებული მონიტორინგი ადასტურებს, რომ ქალთა საჭიროებების ჩამონათვალში პროფესიული გადამზადების კურსები ყველაზე მოთხოვნადია.

საკითხის განხილვამ დაადასტურა, რომ ასეთი კურსები ქალებისთვის კარგი შესაძლებლობაა, შეცვალონ და საინტერესო გახადონ ცხოვრება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსების გახსნა ქალთა საჭიროებებს ნაწილობრივ დააკმაყოფილებს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებული შეხვედრები ახალი ინფორმაციის წყაროა მონაწილეებისთვის. გარდა ინფორმირებისა, შეხვედრებს ურთიერთობის და აზრთა გაზიარების მისიაც გააჩნია.

ქალები ხმამაღლა საუბრობენ საკუთარ და საერთო პრობლემებზე, შემდეგ პრობლემების მოგვარების გზებზე მსჯელობენ, გამოსავალს ეძებენ, გეგმავენ...

ამ პროცესში ფონდი „სოხუმი“ ყოველთვის მათთან ერთად არის და ცდილობს, ქალების საჭიროებებს უპასუხოს.

 

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები