„გენდერული დეზინფორმაცია - მითები და რეალობა“ ფონდი „სოხუმის“ მიერ შექმნილი ეს ციფრული ინფორმაციული ბანერი სახელწოდებით „გენდერული დეზინფორმაცია - მითები და რეალობა“ ეხება გენდერული ძალადობის შესახებ გავრცელებულ მცდარ  შეხედულებებს და მითებს მიღმა არსებულ რეალობას. მასში მოცემულია შეხედულებები, რომლებიც, სამწუხაროდ, ცირკულირებს საზოგადოებაში და ქმნის მავნე და მცდარ  წარმოდგენებს, რომ ძალადობაგამოვლილი ქალები ხშირად თავად პროვოცირებენ ძალადობას;  რომ ოჯახში ძალადობა არის მხოლოდ ოჯახის პირადი საქმე; რომ ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა ოჯახების დანგრევაზეა ორიენტრებული;  და ფემინიზმი ძირს უთხრის ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს.

ბანერზე მოცემული ინფორმაციით მკითხველი აღმოაჩენს სიმართლეს საერთო მითებს მიღმა და გაიაზრებს გენდერული ძალადობის რეალურ განზომილებებს!

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალ სოციალურ კლიპში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები - ნინო ჭოლაძე და ნანცო ცხვირაშვილი ხსნიან, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ გენდერული დეზინფორმაცია.

მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია.

 

ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალ საინფორმაციო ბროშურას: „გენდერული დეზინფორმაცია - მახასიათებლები, ტაქტიკა და ამოცნობის მეთოდები“, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ გამოიყენება ცრუ და არაზუსტი ინფორმაცია ქალების, განსაკუთრებით საჯარო სფეროში აქტიური ქალების დისკრედიტაციის, დაშინებისა და გაჩუმებისთვის. ბროშურა ასახავს გენდერული დეზინფორმაციის ძირითად მახასიათებლებს და ზოგად ტაქტიკას, როგორიცაა გენდერული სტერეოტიპების გავრცელება, მსხვერპლის დადანაშაულება და ქალთა ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე თავდასხმა. გარდა ამისა, ბროშურა იძლევა პრაქტიკულ რჩევებს გენდერული დეზინფორმაციის ამოცნობის შესახებ ინფორმაციის, წყაროს, ავტორის გადამოწმების, და სანდო ფაქტების შემმოწმებელი ვებსაიტების (ფაქტ-ჩეკერების) გამოყენებით.

გადმოწერა

 

წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალ სოციალურ ვიდეორგოლს, სადაც მსახიობები - ნინო ჭოლაძე, ნანცო ცხვირაშვილი და საბა ნუცუბიძე განმარტავენ გენდერული დეზინფორმაციის არსს.

მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია!

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ სოციალური კამპანია დაიწყო სახელწოდებით „მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია“. კამპანიაში მონაწილეობას იღებენ მოქმედი ჟურნალისტები, ბლოგერები, მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტები და აქტივისტები.

პროექტის მიზანია გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეთიკური რეგიონული მედია საზოგადოების ცნობიერებისა და ემპათიურობის გაზრდისთვის.

8 და 9 ივნისს ქალთა ფონდი ,,სოხუმის’’ ორგანიზებით რეგიონული ჟურნალისტებისა და  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებსათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: გენდერული დეზინფორმაცია და გენდერულად პასუხისმგებლიანი გაშუქება. ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეების ინფორმირებულობისა და კვალიფიკაციის ამაღლებას გენდერული დეზინფორმაციისა და გენდერულად მგრძნობიარე  გაშუქების საკითხებზე.  

ტრენინგის პირველ დღეს, 8 ივნისს ესწრებოდა იმერეთში მოქმედი მედიასაშუალებების 18 ჟურნალისტი, მათ შორის ტელე და რადიო, ონლაინ მედიასააგენტოების ჟურნალისტები და დამოუკიდებებლი ბლოგერები, ხოლო 9 ივნისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის 23, 1-ლი-მე-4 კურსის სტუდენტი.

ტრენინგი მონაწილეების მხრიდან შეფასდა, როგორც სასარგებლო და ინფორმაციული. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს შეძენილი ცოდნისა და უნარების მნიშვნელობას, რომელსაც ისინი გამოიყენებენ ყოველდღიურ საქმიანობაში. რეალური მაგალითებისა და პრაქტიკული რეკომენდაციების განხილვამ ხელი შეუწყო პრობლემების უკეთ გააზრებას და გენდერულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ეფექტური გზების მოძიებას.

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ახალი კამპანია დაიწყო გენდერული დეზინფორმაციის შესახებ სლოგანით - „მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია“.

კამპანიის ფარგლებში ვაწარმოებთ ინსტაგრამს - womenfundsukhumi. შეგიძლიათ გამოგვიწეროთ და ჩვენს შემეცნებით პოსტებს გაეცნოთ. კერძოდ, თუ რა არის გენდერული დეზინფორმაცია და რა მითები და სტერეოტიპები არსებობს მასთან დაკავშირებით.

გამოგვყევით ინსტაგრამზე - https://www.instagram.com/womenfundsukhumi/

და ასევე ტიკტოკზე - https://www.tiktok.com/@womenfundsukhumi?is_from_webapp=1&sender_device=pc

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები