ზაზა გოჩელაშვილი, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია
ზაზა გოჩელაშვილი ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკია ტყიბულის მუნიციპალიტეტში. ასევე ის მოხალისეობრივად აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო სექტორში. ახალგაზრდებთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.
„ძირითადად სოციალური მუშაკები არიან ქალები და მე, განსაკუთრებით თვითმმართველობების დონეზე, ერთ-ერთი გამონაკლისი ვარ, თუმცა მყავს კოლეგა მამაკაცებიც. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტში ორი სოციალური მუშაკი იყოს: ქალი და კაცი,“ - საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გვიყვება ის რუბრიკაში „გენდერი და საზოგადოება“.