„მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის შეფასება“

ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალ მონიტორინგის ანგარიშს - „მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის  შეფასება“. ანგარიშში შეფასებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სამიზნე მუნიციპალიტეტების მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობა და ადგილებზე მოქმედი რეფერალური მექანიზმის სუბიექტებთან მათი თანამშრომლობის ხარისხი.  დოკუმენტში ასახულია მნიშვნელოვანი გამოწვევები, მათ შორის, ადრეულ ეტაპზე კრიზისული/მოწყვლადი ოჯახების იდენტიფიცირების და შესაბამისი რეაგირების პრობლემა ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის; არასაკმარისი ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაცია მუნიციპალიტეტებსა და რეფერალური მექანიზმის სუბიექტებს შორის; ასევე, ქალთა მიმართ ძალადობისგან დაცვის მუნიციპალური პროგრამების არარსებობა ან სიმცირე და მოსახლეობის, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლების და პროფესიული გადამზადების საჭიროების საკითხები. გამოკვეთილი მიგნებების საფუძველზე შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც მიემართება რელევანტურ უწყებებს.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

განახლდა ორშაბათი, 17 ივლისი 2023 17:56

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები