ოჯახში ძალადობა, მისი გამოვლენის ფორმები. მოძალადის აღქმა

დოკუმენტში წარმოდგენილია, ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ, 2024 წლის მარტი-მაისში, 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში, ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის ცალკეული მიგნებები, რომლებიც ეხება ოჯახში ძალადობას, მისი გამოვლენის ფორმებს და მოძალადის აღქმას. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1027 ქალი. მოცემული დოკუმენტის ფოკუსია ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის გამოვლინებების შეფასება და ძალადობის საფრთხეებისა და რისკების გამოვლენა/ გაანალიზება. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ოჯახში მოძალადის „როლში,“ ძირითადად, გვევლინება ქმარი, ხოლო ძალადობის ფორმებიდან წამყვანია ფსიქოლოგიური ძალადობა; 2024 წელს, ეკონომიკური ძალადობის მაჩვენებელი შემცირებულია 2023 წელთან შედარებით; ამას გარდა, 2023 წელს, თუ ოჯახში ძალადობის მიზეზებს შორის წამყვანი ტენდენცია ნივთიერებაზე დამოკიდებულება იყო, 2024 წელს - რთული ეკონომიკური მდგომარეობაა. ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს სექსუალური ძალადობის არცთუ უმნიშვნელო მაჩვენებელი, რომელიც ორი წელია, არ იცვლება (16%).

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

განახლდა ორშაბათი, 24 ივნისი 2024 18:00

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები