ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებისადმი მიმართვიანობა
დოკუმენტში წარმოდგენილია ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ 2024 წლის მარტი-მაისში 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის მიგნებები. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1027 ქალი. ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის ცალკეული მიგნებები ეხება ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებისადმი მიმართვას. დოკუმენტის ფოკუსი მიემართება ძალადობის ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირების და მისი გავლენის შემცირების მნიშვნელობას სერვისებისადმი მიმართვის საშუალებით. კვლევის შედეგების მიხედვით, 2023 და 2024 წლებში გამოკითხული ქალების 16%-ს არ მიუმართავს არცერთი მხარდამჭერი სერვისისთვის. ზოგადად, მიმართვიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2024 წ. დაფიქსირდა პოლიციის (112) და ცხელი ხაზის (116 006) მიმართ (შემთხვევათა დაახლ. 45-48%%). მიზეზებს შორის, თუ რატომ არ მიმართავენ არცერთ მხარდამჭერ სერვისს ძალადობის შემთხვევაში, წამყვანია „სტიგმა და საზოგადოების განკითხვის შიში“ (შემთხვევათა 27.9%).
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)