პროექტი „ქალთა ხმების გაძლიერება“ - საინფორმაციო მუშაობა საზოგადოებაში სამოქალაქო ორგანიზაციების, კერძოდ კი ქალთა ფონდი „სოხუმის“ მნიშვნელოვანი როლის შესახებ (ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით).
პროექტი „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში“ - ქალთა გაძლიერება ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ზუგდიდის დევნილთა თემშებში (საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით).
პროექტი „ქალები და ახალგაზრდები - ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელება ადგილობრივ დონეზე“ - მუშაობა ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ზუგდიდში კომპაქტურად მცხოვრებ დევნილ ქალებთან და ახალგაზრდებთან (გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით).
პუბლიკაციაში წარმოდგენილია მუშაობა პროექტების მიხედვით, შედეგები და წარმატების მოკლე ისტორიები. მკითხველი ასევე გაეცნობა:
- მუშაობას უკრაინიდან ლტოლვილების მხარდაჭერისთვის
- მონაწილეობას კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“
- მუშაობას ორგანიზაციული განვითარებისთვის
- 2023 წლის ფინანსურ ანგარიშს
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)