2015 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გამოდიოდა ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც აჯამებდა თვის განმავლობაში გაწეულ მუშაობას.
დეკემბრის ბოლოს კი გამოვიდა 28-გვერდიანი ჟურნალი „ქალთა ხმა“. მასში მოთხრობილია ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების შესახებ - მათი საქმიანობა, ადვოკატირებული საკითხები, ცვლილებები ბენეფიციარი ქალების ცხოვრებაში, გავლენა საზოგადოებაზე...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)