გამოიცა მეთოდური სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის „მშვიდობის, ტოლერანტობის და არაძალადობრივი კულტურის დანერგვა“. ის წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს და დახმარებას ახალგაზრდებისთვის, რათა ისინი აქტიურად ჩაებან ტოლერანტული, მშვიდობიანი და არაძალადობრივი საზოგადოების მშენებლობაში.

პუბლიკაციაში ინტეგრირებულია შემდეგი თემები: ტოლერანტობა, გენდერი, გენდერული სტერეოტიპები, გენდერული თანასწორობა, ლიდერობა და გუნდის შექმნა, კონფლიქტის მართვა, ახალგაზრდული აქტივიზმი და მონაწილეობა, ფორუმ-თეატრი. 

ეს თემები გააღვიძებს ახალგაზრდებში ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ ინიციატივას და განავითარებს სამოქალაქო აქტიურობას თავიანთ საზოგადოებებში პოზიტიური ცვლილებების შეტანის მიზნით.

გადმოწერა

გამოქვეყნებულია ტრენერთა სახელმძღვანელო

პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში მომზადდა პუბლიკაცია - მეთოდური სახელმძღვანელო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის - ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) მონიტორინგისთვის და მასში მოცემულია სატრენინგო მასალები, რომლებიც გამოყენებული იყო პროექტის სამიზნე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის განხორციელებულ საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

გამოქვეყნებულია ტრენერთა სახელმძღვანელო

„როგორ ვიმუშაოთ ახალგაზრდულ ჯგუფებთან კონფლიქტების მოგვარებისთვის“ - ასე ჰქვია მეთოდურ სახელმძღვანელოს, რომელიც ფონდმა „სოხუმმა“ გამოუშვა ახალგაზრდა ტრენერებისთვის.

სახელმძღვანელო შეიქმნა პროექტის „ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის არაძალადობრივად მოგვარების ხელშეწყობა ტრენინგების მეშვეობით დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში  იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც  გაიარეს სატრენინგო კურსი კონფლიქტოლოგიის საკითხებზე. კრებულში შევიდა 4 თემა, რომელზეც იმუშავეს დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი) წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა: კონფლიქტის ტიპები, სახეები და მოგვარების მეთოდები; ინფორმირების როლი კონფლიქტის მოგვარებაში; გენდერი და გენდერული ასპექტები კონფლიქტის დარეგულირებაში; მასკულინურობის გავლენა კონფლიქტზე. სახელმძღვანელოში ასევე წარმოდგენილია ტრენერისთვის საჭირო ინფორმაცია: ტრენინგის სტრუქტურა და ტრენერობის ხელოვნება.

 გადმოწერა

პროექტი ხორციელდება კანადის ადგილობრივი ინიციატივების  ფონდის -CFLI (კანადის საელჩო თურქეთში) მხარდაჭერით

გამოქვეყნებულია ტრენერთა სახელმძღვანელო

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image