ახალგაზრდული კლუბები: გულახდილი საუბრები ნაადრევ ქორწინებაზე

ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდულ კლუბებში ახალი წელი 16 იანვარს დაიწყო საინტერესო შეხვედრებით. გულახდილი საუბრისკენ განაწყო მონაწილეები შერჩეულმა თემამ „ნაადრევი ქორწინება“. მათ ისაუბრეს სტერეოტიპულ აზროვნებაზე, მშობლებისა და საზოგადოების როლზე. არაერთი მაგალითი მოიყვანეს, როგორ დაინგრა ადრე შექნილი ოჯახი, როგორ დარჩა მარტო 17-18 წლის გოგონა შვილთან ერთად. ჯანმრთელობის თუ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან ერთად დააფიქსირეს განათლების და დასაქმების პრობლემები.

აღინიშნა, რომ ქორწინებას ახალგაზრდები პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ და  ასეთი საუბრები სწორედ ამის გააზრებას უწყობს ხელს.

ონლაინ შეხვედრები გაიმართა 10 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. ახალგაზრდული კლუბის წევრთა ერთმა ნაწილმა უკვე ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები თანატოლებთან ნაადრევ ქორწინებაზე, მეორე ნაწილი კი გეგმავს საუბრებს ამ აქტუალურ თემაზე.

ფოთი, ქუთაისი, თერჯოლა, ქობულეთი, ეწერი (სამტრედიის მუნიციპალიტეტი), ნოსირი (სენაკის მუნიციპალიტეტი),  კოკი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ხაჯალია (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), გურიანთა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ფახულანი (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) - ასეთი მრავალფეროვანია ახალგაზრდული კლუბების გეოგრაფია.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები