ჩვენი ხმა EUMM-ის ინფორმაციის გაცვლის შეხვედრაზე

2021 წლის 27 სექტემბერს, ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის  წარმომადგენელმა, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის ადამიანური უსაფრთხოების ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ინფორმაციის გაცვლის შეხვედრაზე. შეხვედრის განხილვის თემას წარმოადგენდა: გალის რაიონში მიმდინარე "რუსიფიკაციისპროცესი",  გალის რაიონის ქვედა ზონაში მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის ქართულ ენაზე სწავლის შესაძლო აკრძალვის საკითხი და საქართველოს ხელისუფლების მიერ, არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების ხელშემწყობის მიზნით ინიცირებული ქართული ენის შემსწავლელი პროგრამების ეფექტიანობა.

ეკატერინე გამახარიამ, ყურადღება გაამახვილა გალის რაიონში ქართული ენის სწავლების და ეროვნული გამოცდებისთვის მოსწავლეების მომზადების ხელშეწყობის უფასო კურსების დანერგვის აუცილებლობაზე და ხელისუფლების მხრიდან ამ პროგრამების დაფინანსების საჭიროებაზე. შეხვედრაზე ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლის მიერ ყურადღება ასევე გამახვილდა, გალის რაიონის აბიტურიენტების უმაღლეს სასწავლებლებში  უგამოცდოდ ჩარიცხვის პრაქტიკის არაეფექტინობაზე, რაც, მისი აზრით, მიდგომის შეცვლას საჭიროებს.

გამოქვეყნებულია შეხვედრები

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image