გენდერის თემატური ჯგუფის შეხვედრა - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება

2021 წლის 3 ნოემბერს, ქალთა ფონდის „სოხუმი”, თბილისის ოფისის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო „ქალების, მშვიდობასა და უსაფრთხოების“ საკითხებზე მომუშავე გენდერის თემატური ჯგუფის შეხვედრაში. გენდერული თემატური ჯგუფი აერთიანებს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. მისი მიზანია საქართველოში  „ქალების, მშვიდობასა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგის ხელშეწყობა და ჯგუფის ცალკეული წევრების მიერ იდენტიფიცირებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირება, შესაბამისი მოქმედებების და ინტერვენციების შემუშავება და დაგეგმვა.

შეხვედრაზე ფონდის „სოხუმი“ წარმომადგენელმა, თავის კოლეგებთან ერთად, ისაუბრა რეზოლუცია 1325, სამწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის შედეგებზე და ძირითად მიგნებებზე, სადაც ხაზი გაუსვა ისეთ გამოწვევებს და მათზე რეაგირების აუცილებლობას, როგორიცაა - გენდერულად მგრძნობიარე ადრეული გაფრთხილების სისტემის შემუშავება და ამოქმედება;

დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების და ახალგაზრდების უკეთესი ინფორმირება ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე; მუნიციპალიტეტებში საჭიროებათა კვლევის პრაქტიკის გაძლიერება და გენდერული ანალიზის განსახორციელებლად ადგილობრივი ჩინოვნიკების კვალიფიკაციის გაზრდა; ქალთა ეკონომიკური გაძლიერების და ბიზნესის განვითარების სახელმწიფო პროგრამებში კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა მონაწილეობის ხელშესაწყობად, კრიტერიუმების გადახედვა და ბავშვთა მოვლის სერვისების განვითარება.

 

გამოქვეყნებულია შეხვედრები

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image