გამოიცა მეთოდური სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის „მშვიდობის, ტოლერანტობის და არაძალადობრივი კულტურის დანერგვა“. ის წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს და დახმარებას ახალგაზრდებისთვის, რათა ისინი აქტიურად ჩაებან ტოლერანტული, მშვიდობიანი და არაძალადობრივი საზოგადოების მშენებლობაში.

პუბლიკაციაში ინტეგრირებულია შემდეგი თემები: ტოლერანტობა, გენდერი, გენდერული სტერეოტიპები, გენდერული თანასწორობა, ლიდერობა და გუნდის შექმნა, კონფლიქტის მართვა, ახალგაზრდული აქტივიზმი და მონაწილეობა, ფორუმ-თეატრი. 

ეს თემები გააღვიძებს ახალგაზრდებში ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ ინიციატივას და განავითარებს სამოქალაქო აქტიურობას თავიანთ საზოგადოებებში პოზიტიური ცვლილებების შეტანის მიზნით.

გადმოწერა

ეს გოგო-ბიჭები მშვიდობის ელჩები არიან!

მათ ქუთაისში დასუფთავების აქცია მოაწყვეს... თან ფორუმ-თეატრის წარმოდგენაც გამართეს ეკოლოგიის თემაზე...

იდეა პროექტში მონაწილეობის შედეგად გაჩნდა. პროექტის სახელწოდებაა „ახალგაზრდა მშვიდობის ელჩები მშვიდობის, ტოლერანტობისა და არაძალადობრივი კულტურის ხელშეწყობისათვის“.

აქციაში ფონდ „სოხუმთან“ ერთად მონაწილეობა მიიღეს იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ და ქუთაისის „სპეციალური სერვისების“ წარმომადგენლებმა.

ახალგაზრდა მშვიდობის ელჩების ინიციატივა სტიმულია თანატოლების გააქტიურებისთვის.

ახალგაზრდული განწყობა იგრძნობოდა იმ დღეს ფონდი „სოხუმის“ ოფისში. ქუთაისის, ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებიდან მოწვეულმა უფროსკლასელებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგზე „კონფლიქტის მართვა, პოზიტიური კომუნიკაცია, ტოლერანტობა, ემპათია, ლიდერობა სამოქალაქო აქტივიზმი“. 

ახალგაზრდებს მოეწონათ კომფორტული ატმოსფერო, თემები, დამოკიდებულება მონაწილეებს შორის, თამამად ირგებდნენ როლებს სხვადასხვა აქტივობაში.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებმა შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარეს. აი, მოკლე ფრაზები მათი ჩანაწერებიდან:

ელენე შენგელია (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საჯარო სკოლა): - ტრენინგმა გაამყარა ჩემში არაფორმალური განათლების ფესვები... ჩემმა ცოდნამ და ტრენინგზე მიღებულმა ცოდნამ შეავსო ერთმანეთი და შექმნა მყარი ჯაჭვი.

მარიამ ქართველიშვილი (ქუთაისი): - იმას, რაც ვისწავლე,  ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენებ და  თანატოლებსაც გავუზიარებ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის ადამიანთა უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ორგანიზებით 11 მარტს ონლაინ გაიმართა ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც EUMM-ის, ასევე საქართველოში აკრედიტებული სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.

ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ - შეხვედრაზე ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რაც ხელს უშლის ქალებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქმედით და ეფექტიან მონაწილეობას. მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებულ და დევნილ ქალებს საკუთარი პრობლემების ადვოკატირების პროცესში უფრო აქტიურად ჩართვაში. მან ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის გამყოფ ზოლში მცხოვრები დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების გაძლიერების, მათი ინფორმირებულობის გაზრდის და ადგილებზე ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების აუცილებლობაზე. ასევე გაუსვა ხაზი საერთაშორიsო ორგანიზაციების, თემების ლიდერების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის და თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებაზე, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების ადვოკატირების ეფექტიანობას.

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image