სენაკი: ინტერაქცია „სთრით არტის“ ენაზე
„ინტერაქცია „სთრით არტის“ ენაზე“ - ასე დაარქვეს სენაკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ქვეგრანტის ფარგლებში განხორციელებულ პროექტს და საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის ქუჩის ხელოვნების ფორმატი გამოიყენეს. ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს თემატური მაკეტი, შეარჩიეს ფრაზები. შემდეგ იდეამ სენაკის მე-7 სკოლის კედელზე გადაინაცვლა. ახალგაზრდული მესიჯები მშვიდობის, ლიდერობის, განათლების, აქტივიზმის აუცილებლობისკენ მოგვიწოდებენ.
ახალგაზრდებმა ჩაატარეს საჯარო ლექცია, ვორკშოპები, მოიწვიეს სენაკის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.
- რა ვიცით თვითმმართველობაზე, მის სტრუქტურაზე, პროგრამებზე, ბიუჯეტზე, რას ნიშნავს დეცენტრალიზაცია - ეს საკითხები მოექცა მონაწილეთა ინტერესის სფეროში.
პროექტი დასრულდა, თუმცა ახალგაზრდები საზოგადოებასთან ინტერაქციას კედელზე დარჩენილი გზავნილებით გააგრძელებენ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით