ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის საინფორმაციო შეხვედრა
2021 წლის, 24 მაისს, ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო, ერგნეთის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის მორიგ საინფორმაციო შეხვედრაზე. საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ადგილობრივი არასამთავრობო და ქალთა ორგანიზაციები, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები.
შეხვედრაზე ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ, ყურადღება გაამახვილა შერიგების სახელმწიფო მინისტრის მიერ დაანონსებული შერიგების მიმართულებით ექსპერტთა ჯგუფში გენდერული საკითხებში ექსპერტიზის მქონე ქალთა ორგანიზაციების ჩართვის, არჩეული ექსპერტების ვინაობის საზოგადოებისთვის გაცნობის და ჯგუფის მუშაობის მეტი გამჭვირვალობის, კონკრეტულ პროფილში პროფესიონალების (ეკონომიკა, ეკოლოგია, ჯანდაცვა, ქალთა მიმართ ძალადობა, გენდრული თანასწორობა და ა.შ) საექსპერტო ჯგუფში ჩართვის აუცილებლობის შესახებ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.