ფონდი „სოხუმის“ გამოცდილების გაზიარება WAVE-ის საერთაშორისო ვებინარზე
25 მარტს ZOOM პლათფორმის საშუალებით „ქალები ძალადობის წინააღმდეგ ევროპული ქსელის (WAVE )“ მიერ გამართულ ონლაინ ვებინარზე მიიღო მონაწილეობა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა - ლინდა ჩიხლაძემ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო WAVE-ის კვლევა - „ოჯახურ ძალადობაზე რეაგირება კოვიდ 19-ის კონტექსტში“.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილე ქვეყნების წამომადგენლებმა ერთმანეთს საკუთარი, ეროვნული გამოცდილება გაუზიარეს და იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს, რაც თან ახლავს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე რეაგირების პროცესს პანდემიის პირობებში.