აგვისტოში უკრაინელ ლტოლვილებთან მომუშავე ჯგუფმა არაერთი კეთილი საქმე გააკეთა:
ინფორმაცია მიაწოდეს ბენეფიციარებს, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ს ჰქონდა აქცია, რომლითაც უკრაინელებს ბილეთების შეძენა შეეძლოთ - ზოგიერთმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით და დაბრუნდა სამშობლოში.
ჩვენს ბაზას დაემატა 55 ადამიანი და ახლა 255 ადამიანია. ბოლო კვირას დახმარება გაეწია 10 ოჯახს ქუთაისში, სამტრედიასა და ტყიბულში.
სამი ფსიქოლოგი (მათ შორის ორი - უკრაინელი) აქტიურად ატარებდა ჯგუფურ და ინდივიდუალურ კონსულტაციებს ლტოლვილებთან.
ჩვენ მოგვმართა მოხალისემ უკრაინიდან. ქალთა ფონდი „სოხუმის“ ჯგუფი დაუკავშირდება მას უკრაინელების დასაქმების და ასევე ბაღის თაობაზე, სადაც შეეძლებათ მშობლებს ბავშვის დატოვება მუშაობის პერიოდში.
ერთ-ერთ ჩვენს ბენეფიციარს გაუკეთდა უფასო სტომატოლოგიური ოპერაცია.
ორი ქალი ივლის პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსებზე ქალთა ფონდ „სოხუმში“.
გავავრცელეთ ინფორმაცია უკრაინელებისთვის განკუთვნილ საგანამანათლებლო პროგრამაზე - უფასო რეპეტიტორობა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. იქ შეუძლიათ დარეგისტრირება მოსწავლეებს და მასწავლებლებს:
24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, უკრაინელებმა ქუთაისში აქცია გამართეს. ფონდი „სოხუმი“ დაეხმარა მათ საორგანიზაციო საკითხებში და აქტიური მონაწილეობაც მიიღო ღონისძიებაში.
მიუხედავად იმისა, რომ აგვისტო ჩვენი ორგანიზაციისთვის შვებულების დროა, მაინც არაერთი კეთილი საქმის გაკეთება შევძელით უკრაინელი მეგობრებისთვის.