დევნილთა პრობლემების განხილვა ზუგდიდში
პრობლემები ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების და უსაფრთხოების კუთხით, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ინტერნეტის ხელმიუწვდომობლობა - ეს ის საკითხებია, რომლებიც დევნილებს აწუხებთ და რომელთა მოგვარება სამთავრობო სტრუქტურებს ხელეწიფება.
აფხაზეთიდან დევნილ და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თეონა აქუბარდია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტი მაკო ავალიანი შეხვდნენ.
ზუგდიდში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ზუგდიდის და სენაკის საინიციატივო ჯგუფების ხუთი წარმომადგენელი. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი კოალიციურ პროექტში „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“.
შეხვედრის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ და ასოციაცია „თანხმობამ“.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით