პრიორიტეტული პრობლემების განხილვა სამუშაო შეხვედრაზე
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში მოეწყო შეხვედრა დევნილ ქალთა და გოგონათა სამუშაო ჯგუფის წევრებთან.
შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის პრიორიტეტული პრობლემა, რომელიც პროექტის ფარგლებში გამოვლინდა დევნილთა სხვადასხვა დასახლებაში. შეკრებილებმა ისაუბრეს შესრულებულ აქტივობებზე და სამომავლო გზები დასახეს პრობლემების ადვოკატირებისთვის.
„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავძლიეთ ნიჰილიზმი, რომელიც გვქონდა, გადავედით აქტიურ მუშაობაზე. მივხვდით, რომ უნდა ვიაქტიუროთ ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად, რადგან არავინ გააკეთებს ამას ჩვენს მაგიერ“, - აღნიშნა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.
საერთო შეხვედრები, ახალი უნარ-ჩვევების შეძენა, ერთმანეთთან საკუთარი გამოცდილებების გაზიარება დიდი მოტივაცია ჯგუფის ყველა წევრისთვის, რომ მეტი გააკეთოს თავისი თემისთვის.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში