ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის საინიციატივო ჯგუფები აქტიურად მუშაობენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრები მუშაობენ პროექტზე:"გამარჯობა აფხაზეთო,შენი!".შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები განიხილეს და პასუხისმგებლობები გადაინაწილეს.
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კვლევის შედეგად გამოკვეთილი საკითხების ადვოკატირებაზე დაიწყეს მუშაობა.შეხვედრაზე აღინიშნა,რომ ,უმუშევრობა,ინფლაცია, მაღალი ფასები კვების პროდუქტებსა და მედიკამენტებზე,ასევე,მიგრაცია და საკრედიტო სესხები ბანკში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კვლავ გამოწვევად რჩება.