.
ხონის ქალთა ჯგუფებისა და ახალგაზრდული კლუბის მაისის თვის შეხვედრები
ხონის ახალგაზრდული კლუბი წევრები შეუდგნენ პროექტის- “სალონური საუბრები,, განხორციელებას, რომელიც USAID-ის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაუფინანსდათ. კლუბის წევრებთან შეხვედრა ხონის მესამე საჯარო სკოლაში გაიმართა. ახალგაზრდებმა პროექტის დეტალებზე იმუშავეს. განიხილეს დაგეგმილი აქტივობები, განსაზღვრეს მათი განხორციელების ვადები და გადაინაწილეს პასუხისმგებლობები.
ხონის ქალთა საინიციატივო პირველი ჯგუფის წარმომადგენლებმა კიდევ ერთელ გადახედეს კვლევის-„ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება“ დასკვნებსა და რეკომენდაციებს და ადვოკატირებისთვის პრობლემებიც შეარჩიეს. ისინი მათ მოგვარებას ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით გეგმავენ.
ხონის ქალთა საინიციატივო მეორე ჯგუფთან კი ტრენინგი ჩატარდა. მონაწილეები გაეცნენ ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო სერვისებს და საინტერესო კითხვებზე პასუხები კომპეტენტური პირისგან მიიღეს