შეხვედრა დევნილთა სათემო ცენტრში
ქუთაისის დევნილთა სათემო ცენტრში სამუშაო შეხვედრას საინიციატივო ჯგუფის წევრი, იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები ესწრებოდნენ. ისინი ინფორმირებულები არიან ადვოკატირების საკითხებზე და თავიანთი კომპეტენციის გამოყენებას პრაქტიკაში შეეცდებიან დასახლების პრობლემების მოსაგვარებლად.
ქალებმა აღნიშნეს:
„მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება შესაბამის უწყებებთან წარმატებულ ადვოკატირებაში“.
„როცა პრობლემას ვხედავ, მაშინვე ვიწყებ რეაგირებას, წერილის მომზადებას, ხელმოწერების და ფოტომასალის შეგროვებას, რადგან ვიცი, რომ მეტი მტკიცებულება უფრო მოიტანს წარმატებას“.
„წერილი გვაქვს თავისი მტკიცებულებებით, უკვე სტრუქტურირებულად დავიწყებთ ადვოკატირების პროცესს. თქვენი მხარდაჭერა მეტ მოტივაციას გვაძლევს. იმედი გვაქვს, რომ სირთულის აღმოჩენისას ხელს წაგვაშველებთ!“
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში