მუშაობა მიმდინარეობს ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში“ ფარგლებში.
შემაჯამებელი ქსელური შეხვედრა
გაიმართა პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში“ ქსელური შეხვედრა. მასში მონაწილეობდნენ აქტივისტები, თემის ლიდერი ქალები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეები ქუთაისის, ხონის, სენაკის, წყალტუბოს, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან.
შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები შეაჯამეს და იდენტიფიცირებული პრობლემების ადვოკატირების სტრატეგიული მიდგომები გააჟღერეს.
შეხვედრა გახსნა ქალთა ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ და მონაწილეებს მხარდაჭერა აღუთქვა პრობლემათა ადვოკატირების პროცესში. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ წარმომადგენელი ირაკლი კოჩუა.
პროექტის ასისტენტებმა ცალკეული მინიციპალიტეტების მიხედვით შესრულებული აქტივობების შედეგები შეაფასეს და, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, პრობლემათა ადვოკატირების სტრატეგიულ რესურსებზე გააკეთეს აქცენტი.
მომდევნო პანელში ქუთაისის, ხონის, სენაკის, ზუგდიდის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების სათემო ლიდერებმა თავიანთ საქმიანობაზე, იდენტიფიცირებულ პრობლემებზე და ადვოკატირების პროცესის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად გააგრძელებენ ადვოკატირებას არსებული რესურსების გამოყენებით.