საშიში ღია არხი

ქუთაისში,  შერვაშიძის №53-ის  4 ახლადაშენებულ კორპუსში 720 დევნილი ოჯახი ცხოვრობს (მალე კიდევ 2 კორპუსი დაემატება).

ქალები საფრთხის შემცველი ღია არხის კაპიტალურად დახურვას და ბეტონის ფილებში მოქცევაზე საუბრობენ. არხი არ არის დახურული და მოსახლეობისთვის საშიშია. ხშირად არხიდან ამოდიან ქვეწარმავლები. იყო შემთხვევა, როცა ბავშვებს ბურთი გადაუვარდათ და მათთვის სახიფათო სიტუაცია შეიქმნა. არხს არ აქვს დამცავი ჯებირები, ამიტომ ადვილად შეიძლება ვინმე  ჩავარდეს. ძლიერი ქარის დროს არხი ივსება ნაგვით, ძლიერი წვიმების დროს კი წყალი გადმოდის.

ქალებს, ასევე, აწუხებთ დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილები, რისთვისაც  გადასასვლელზე სავალდებულო გაჩერების მოთხოვნის ზოლის განთავსებას ითხოვენ

ადვოკატირების საკითხებზე გადამზადებული საინიციატივო ჯგუფის წევრები თავიანთ გამოცდილებას იქ მცხოვრებ ადამიანებს უზიარებენ და ყველას მოუწოდებენ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებისკენ.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები