სოფელ დიდინეძის საინიციატივო ჯგუფების აქტივობები
ქალთა ფონდ ,,სოხუმის’’ ორგანიზებით , ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის სკოლაში , ახალგაზრდებთან ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „შუამდგომლობა და მედიაცია, როგორც შერიგების რიტუალი“. შუამდგომლობისა და მედიაციის მნიშვნელობა, კონფლიქტების მართვა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება-ეს იყო ტრენინგის მიზანი. პირველ ნაწილში ისაუბრეს, ისტორიულად თუ რა როლი ქონდა მედიაციასა და შუამდგომლობას,დღევანდელობასთან გაივლო პარალელიც. მეორე, თემატური ბლოკი დაეთმო მედიაციის არსს და იმ უნარების დეტალურ განხილვას, რომლითაც უნდა იყოს აღჭურვილი მედიატორი. მესამე, პრაქტიკულ ნაწილში, როლური თამაშებით მონაწილეებმა მიღებული თეორიული მასალა პრატიკულად განამტკიცეს. დროული და საჭრო-ასე შეაფასეს ტრენინგი ახალგაზრდებმა. დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა თემში მოგვარებული და მოსაგვარებელი საკითხების შესახებ ისაუბრეს. გამოიკვეთა სანიაღვრე არხების პრობლემა,რის გამოც ძლიერი წვიმების დროს ეზოები,ნათესები და ნარგავები ზიანდება. ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ადვოკატირების გეგმის შემუშავებაზე იმსჯელა.