შეხვედრა დევნილებთან

პროექტის „იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები - საჭიროებაზე ორიენტირებული ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების აქტორები ქუთაისში”  ფარგლებში გრძელდება საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები დევნილთა თემში -სამოქალაქო ჩართულობის ფორმებზე.

პროექტის მონაწილემ ეკატერინა სილაგაძემ ტრენინგენზე მიღებული ცოდნა ზაქარიაძის 21-ში მცხოვრებ დევნილებს გაუზიარა.

დასახლების მთავარ პრობლემას დაზიანებული ფასადი წარმოადგენს, ასევე გამოიკვეთა ძელსკამების საჭიროება. პრობლემის აღმოსაფხვრელად საინიციატივო ჯგუფი წერილს შეიმუშავებს და შესაბამის ადგილობრივ სახელმწიფო სამსახურებს მიმართავს რეაგირებისთვის.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები