ორი ჯგუფის შეხვედრაზე
გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში, სადაც ორი (მეორე და მესამე) საინიციატივო ჯგუფის წევრმა აქტიურმა ქალებმა ადვოკატირების შედეგები შეაჯამეს.
მათ მადლიერება გამოთქვეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების გამო. აღნიშნეს, რომ გააქტიურდნენ, გაძლიერდნენ, სტიმული მიეცათ, რომ დასახლებაში თავად გამოავლინონ პრიორიტეტული პრობლემები და იპოვონ მათი მოგვარების გზები. აღიარეს, რომ ფონდი „სოხუმის“ პროექტის საშუალებით ბევრი საკითხის მოგვარება შეძლეს - დასახლებაში ძელსკამები დაიდგა, შენობა გადაიხურა, თანხმობა მიიღეს ეზოში მინისტადიონის მოწყობაზე...
ყველამ დაინახა, რომ საერთო საქმეში მთავარია მონდომება, გუნდურობა და აქტიურობა. გეგმებზეც იმსჯელეს და ახალ პრობლემებზეც, რომ მათ ადვოკატირებასაც შეუდგნენ.
თავიანთ პრობლემებთან დაკავშირებით ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს. სათანდო რეაგირება უკვე არის და მალე კონკრეტულ პასუხსაც მიიღებენ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
Image Gallery
https://fsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/mirotvorchestvo/shexvedrebi-info/item/15235-2024-10-23-17-11-23#sigProId988bdb67b2