შეხვედრა დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში I ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. მათ ისაუბრეს, თუ როგორ აქტიურად აგრძელებენ მუშაობას თავიანთ თემებში პრობლემების ადვოკატირების კუთხით. ქალები სამოქალაქო ჩართულობის ფორმებს იყენებენ, ხვდებიან დეპუტატებს, ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლებს, სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებს და ამ გზით დევნილთა თემებში სოციალური პირობების გაუმჯობესებას ცდილობენ.
საინიციატივო ჯგუფების წევრები აღნიშნავენ:
„რომ არა ეს პროექტი, ჩვენ არც არავინ მოგვისმენდა..“
„ის, რომ მოგვისმინეს, მერიაში შეტანილი წერილის პასუხად, შესაბამისი სამსახურიდან დაგვირეკეს, პრობლემის მოგვარებას დაგვპირდნენ - ეს, აშკარად, ფონდი „სოხუმის“ და ამ პროექტის დამსახურებაა.“
„ძირითადად, საოჯახო საქმეებით ვიყავი დაკავებული. ასე მეგონა, ჩემი ძალები უკვე ამოვწურე. ამ პროექტში ჩართვამ გამააქტიურა და ძველებური მოტივაცია დამიბრუნა.“
ჯგუფის წევრები ახალი პრობლების იდენტიფიცირებასაც ახდენენ. მათ სჯერათ თავიანთი შესაძლებლობების, იციან ადრესატების სწორად შერჩევა და აქტუალური საკითხების სწორად წარდგენაც. იმედი აქვთ, რომ წელს მოუგვარებელი მათი პრობლემები მომდევნო წლის ბიუჯეტის ფარგლებში მოგვარდება.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
Image Gallery
https://fsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/mirotvorchestvo/shexvedrebi-info/item/15386-2024-12-04-08-01-55#sigProIdf5a21b6e1e