ერთიანობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში დევნილი ქალებისა და გოგონების მონაწილეობით გაიმართა გაერთიანებული შეხვედრა, რომლის მთავარ მიზანს ადვოკატირების პროცესში მიღწეული წარმატებების და გამოწვევების გაზიარება წარმოადგენდა.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს, როგორ შეუძლიათ სამოქალაქო აქტიურობით რეალური ცვლილებების მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ მოუგვარებელია, ისინი იმედს არ კარგავენ.
„ვხედავთ, რომ მიზნობრივი ადვოკატირებით გარკვეული შედეგები უკვე მივიღეთ. ამიტომ გვჯერა, რომ მომავალში უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიც მოგვარდება,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურული საჭიროებების გადაჭრას მიენიჭა, რაც, მონაწილეთა თქმით, დევნილთა თემებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მობილიზებული ჯგუფები მზად არიან, მომდევნო წლის მუნიციპალურ ბიუჯეტში მათი პრობლემების გათვალისწინებისთვის უფრო მეტად იაქტიურონ. შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა ისინი, რომ ერთიანობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა არის ძალა, რომელსაც შეუძლია სოციალური ბარიერების გადალახვა.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
Image Gallery
https://fsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/mirotvorchestvo/shexvedrebi-info/item/15421-2024-12-16-06-09-08#sigProId9998f9e6ef