ინიციატივები და სამომავლო გეგმები
მორიგი საინფორმაციო შეხვედრაზე ხონის თვითდახმარების ჯგუფში განხილვის თემა იყო: სახაზინო ანგარიშის შექმნა, ხაზინადარის არჩევა. ამ ინიციატივის თანახმად, დევნილთა თემში გაიზრდება პასუხისმგებლობა და საერთო ფინანსების მიზნობრივი, ეფექტური მართვა და განკარგვა.
მონაწილეებმა აქცენტი გააკეთეს ტრენინგებიდან მიღებულ ცოდნასა და უნარებზე - თუ როგორ შეძლებენ მათ გამოყენებას პრაქტიკაში.
შეხვედრის პროცესში აღინიშნა დასახლებაში არსებული პრობლემები. ჯგუფს მიეწოდა ინფორმაცია საჭიროებათა კვლევაზე, რომელიც მათ უნდა ჩაატარონ. ბოლოს მონაწილეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, თემში სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებაზე.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
Image Gallery
https://fsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/mirotvorchestvo/shexvedrebi-info/item/15850-2025-09-01-09-01-59#sigProIdb27669a697