სამი შეხვედრა ხონში                          

6 აპრილს ქალთა ერთ საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა ხონის საკრებულოში შედგა, ხოლო მეორე ჯგუფის წევრები კულტურის სახლში შეიკრინენ.

დასაწყისში სიტყვა მიეცა ტრენინგის მონაწილეებს (საირმეში გამართულ ტრენინგზე ამ ჯგუფებიდან 6 ქალი მონაწილეობდა) და მათ თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს ჯგუფის წევრებს.

შემდეგ გაიმართა პრეზენტაცია თემაზე „გენდერულად მგრძნობიარე კონფლიქტის ადრეული გაფრთხილების სისტემა“. ორივე შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ამ სისტემის და ადამიანური უსაფრთხოების არსს. ბოლოს კი მიიღეს ინფორმაცია „მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასების“ კვლევების ჩატარების შესახებ და შეირჩნენ კიდეც მონაწილეები, რომლებიც ამ მუშაობას ჩაატარებენ.

7 აპრილს, შეხვედრა გაიმართა ხონის №3 საჯარო სკოლის ახალგაზრდულ ჯგუფთან. აქაც პირველად ტრენინგის ორი მონაწილე გამოვიდა. მათ აღნიშნეს, რომ პირველად ესწრებოდნენ ასეთ ტრენინგს და თანატოლებს გადასცეს ის განწყობა. ახალგაზრდებმაც მოისმინეს პრეზენტაცია, გაიგეს, რას ნიშნავს კონფლიქტების ადრეული გაფრთხილებისა და რეაგირების სისტემა, ადამიანური უსაფრთხოება და საფრთხეები...

ბოლოს ჯგუფიდან  შეირჩა სამი მონაწილე, რომლებიც ჩაერთვებიან  კვლევაში.

აი, ზოგიერთი მონაწილის მოსაზრება: 

„სასარგებლო და საჭირო პროექტებს ახორციელებს ფონდი „სოხუმი“.

„მიხარია, რომ ამ გუნდის წევრი მეც გავხდი“.

„სიამოვნებით ჩავერთვები ყველა აქტივობაში, რაც იქნება“.

„მჯერა, პროექტი კარგ შედეგებს მოიტანს“.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები