სენაკის თვითდახმარების ჯგუფმა „ქალები მომავლისთვის“ ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. ჯგუფის წევრებმა სპეციალურად შემუშავებული კითხვარის საშუალებით შეაფასეს საკუთარი ჩართულობა, მიღწევები და ცვლილებები, რაც პროექტში მონაწილეობამ მათ ცხოვრებასა და თემზე მოახდინა.

შეფასების პროცესში მონაწილეებმა უპასუხეს კითხვებს: რა მისცა მათ ჯგუფში მუშაობამ, როგორ გაიზარდა მათი კომპეტენცია, რა გავლენა მოახდინეს თემზე და რამდენად ეფექტურად იყენებენ ტრენინგებიდან მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ინიციატივებს, რომლებიც წლის განმავლობაში განხორციელდა და რომელთა შედეგად კონკრეტული პრობლემები მოგვარდა.

მონაწილეთა შეფასებით, მუშაობა  სასარგებლო და პროდუქტიული იყო - ინიციატივები სრულად პასუხობდა თემის საჭიროებებს და მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს დასახლებას.

ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ პროექტში ჩართულობამ მათი აქტივიზმი და ინფორმირებულობა მნიშვნელოვნად გაზარდა, გააძლიერა ლიდერული უნარები და მოტივაცია, ჩაერთონ თემის განვითარებისკენ მიმართულ პროცესებში.

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

„ერთიანობის ხაზინა“ ფოთში

ეს ფოთის თვითდახმარების ჯგუფია -ერთიანობის ხაზინა. ჯგუფის მაღალი აქტიურობისა და თანმიმდევრული მუშაობის შედეგად დევნილთა დასახლებაში განხორციელდა თვალსაჩინო ცვლილებები:

- გაუმჯობესდა სადარბაზოების კოსმეტიკურ-ჰიგიენური მდგომარეობა.

- მოგვარდა სარდაფებში წყლის დაგროვების პრობლემა, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნიდა შენობების საძირკველს - ჯგუფმა სამოქალაქო ინიციატივის ფარგლებში შეიძინა წყლის ამოსატუმბი მოწყობილობა.

- ქუჩების შემოსასვლელებთან განთავსდა აბრები, რის შედეგადაც გაგრისა და აფხაზეთის ქუჩების მოძიება გამარტივდა.

- საერთო სივრცეებში დაიდგა ძელსკამები. 

- მოეწყო შეხვედრების ადგილი, რაც კომუნიკაციისა დამატებით შესაძლებლობად იქცა.

თანდათან გაიზარდა თემის კმაყოფილების და  მადლიერების განცდა. პროექტის შეფასების პროცესში მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს როგორც პიროვნული გაძლიერება, ისე თემის პოზიტიური ტრანსფორმაცია. მუშაობამ კიდევ უფრო მეტ ქალს გაუჩინა ჩართულობის მოტივაცია და იქცა ერთიანობის, გააქტიურებისა და ახალი უნარ-ჩვევების განვითარების მნიშვნელოვან პლატფორმად.

თვითდახმარების ჯგუფის წევრები გულღიად საუბრობენ პროექტის ფარგლებში განვლილ გზაზე და გამოთქვამენ იმედს, რომ მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან დევნილთა თემში არსებობს საჭიროება - გააქტიურდეს მეტი ქალი და უფრო მეტ ადამიანს მიეცეს  სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდ- განვითარების შესაძლებლობა.

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

„ქალთა ხმა“ ქუთაისის თვითდახმარების ჯგუფია - ერთ-ერთი აქტიური, მონდომებული და ძლიერი ჩვენს საპროექტო არეალში. 

ჯგუფის მორიგი შეხვედრა ცოტა უჩვეულოდ წარიმართა. ეს იყო გაწეული მუშაობის, სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების შედეგების შეფასება.

შეფასების პროცესში ქალებმა ბევრი რამ გაიხსენეს, ბევრზე შეაჩერეს ყურადღება. მათ შორის იყო არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი:

როგორ გამოიყენეს ტრენინგებზე შეძენილი ცოდნა?

რა გამოადგათ სათემო ინიციატივის განხორციელებაში

რა შეიცვალა თვითდახმარების ჯგუფის მუშაობის შედეგად

ხომ არ მისცეს მოტივაცია სხვებს?

რა კუთხით უნდათ შესაძლებლობების გაძლიერება?

ამ საკითხებზე მუშაობა საინტერესოც იყო, სახალისოც და შედეგიანიც - ჯგუფის წევრები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ქალების აქტიურობას ბევრი სასიკეთო ცვლილების მოტანა შეუძლია თემისთვის.

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

თებერვლის მორიგი შეხვედრა შედგა ხონში, აფხაზეთის ქუჩაზე. 

თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა სახელი თემს დაუკავშირეს და „თემის ძალა“ დაირქვეს.

სამოქალაქო ინიციატივაც დევნილთა თემის საჭიროებების მიხედვით განახორციელეს.

პროექტი დასასრულისკენ მიდის და ჯგუფის წევრებმა გულახდილად უპასუხეს ტელეფონებში ჩამოტვირთულ ონლაინ კითხვარს. ერთმანეთს ახსენებდნენ აქტივობებს და ცდილობდნენ, არაფერი გამორჩენოდათ:

რა თემებზე ჩაუტარდათ ტრენინგები და როგორ აიმაღლეს უნარები?

როგორ გამოიყენეს ტრენინგებიდან მიღებული ცოდნა?

როგორი იყო მათი წვლილი სათემო ინიციატივის განხორციელებაში?

შეძლებენ თუ არა შემდეგში ინიციატივების დამოუკიდებლად განხორციელებას?

აუმაღლეს თუ არა სხვებს მოტივაცია?

ჯგუფის წევრები სიამაყით საუბრობდნენ თავიანთ წვლილზე:  მიხარია, როცა ჩემი შრომის შედეგს ვხედავ...

თვითდახმარების ჯგუფის წევრ ქალებს პროექტმა დაანახა სამოქალაქო ჩართულობის აუცილებლობა, საკუთარი პასუხისმგებლობის და აქტიურობის მნიშვნელობა, თემის ნამდვილი ძალა... 

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

სიახლეები წყალტუბოში

მალე ახალი მწვანე საფარი დაამშვენებს კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში არსებული სკოლის საბავშვო მოედანს. საფარი შეძენილია, მაგრამ უამინდობის გამო ვერ მოხერხდა მისი დაგება

წყალტუბოს სტატისტიკის სამმართველოს ყოფილ შენობაშიც მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები და მალე შემოღობვას დაიწყებენ

ორივეგან ჩვენი აქტივისტები არიან ჩართულები პროცესში

წყალტუბოს ქალთა თვითდახმარების ჯგუფის შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა სამოქალაქო ინიციატივების მიმდინარეობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს გააცნეს დეტალური ინფორმაცია.

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაციათანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდისოხუმი“.

ქუთაისის დევნილთა ერთ-ერთ კოლექტიურ ცენტრში ქალთა თვითდახმარების ჯგუფის ინიციატივით საბავშვო მოედნის რეაბილიტაცია ხდება. ფინანსური მხარდაჭერა ჩვენი ორგანიზაციისაა, მუშაობაში კი ყველა ჩაერთო - მამები, ბაბუები... სულ მალე პატარები გაერთობიან და ეს ყველასთვის სასიხარულო იქნება...

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

სენაკის თვითდახმარების ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა „სოციალური სახლი თემის საჭიროებისთვის“  მალე ამუშავდება. 

საერთო სარგებლობისთვის განკუთვნილი წვრილი საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტები, ბაღის იარაღები, რომლებიც ჯგუფის წევრებმა ინიციატივის ფარგლებში შეიძინეს, უკვე ადგილზეა. 

მაღალი წნევის კერხერის სარეცხი აპარატი მთლიანად შეცვლის ხალიჩების, მანქანების და სხვა მოცულობითი ნივთების ხელით რეცხვის პროცესს, გააადვილებს ქალების, კაცების შრომას და გაზრდის თემის სარგებელს. 

ბაღის, ეზოს კეთილმოწყობისთვის საჭირო ხელსაწყოები დაეხმარება თემის წევრებს იმ საერთო პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც დასახლებაში წლების განმავლობაში არსებობდა. 

„სოციალური სახლის“ სერვისით ისარგებლებს დევნილთა მთელი თემი: ქალები, კაცები, ახალგაზრდები.

თვითდახმარების ჯგუფის წევრებს სამომავლოდ ახალი იდეები აქვთ, რაც „სოციალური სახლის“ ფუნქციის გაფართოებას უკავშირდება. 

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

ფოთის თვითდახმარების ჯგუფის აქტიური მუშაობის პროცესში გამოიკვეთა დევნილთა დასახლების კრიტიკული საჭიროებები. ქალთა ინიციატივამ ჩვენი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო. შედეგად, სარდაფებში ჩამდგარი წყლის პრობლემა არ შეაწუხებს მოსახლეობას - ხუთი კორპუსისთვის შეძენილია ტუმბოები. 

გარდა ამისა, დაწყებულია შიდა სამღებრო სამუშაოები, სადარბაზოების კოსმეტიკური მოწესრიგება, რაც საცხოვრებელ გარემოს ბევრად უფრო უსაფრთხოს და სასიამოვნოს გახდის. თვის ბოლომდე ყველა საჭირო მასალა მიეწოდება დასახლებას და სამუშაოებიც ეტაპობრივად დასრულდება.

ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობაა. დევნილები თავად გაალამაზებენ და შეცვლიან არსებულ მდგომარეობას. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია თემის გაერთიანებასა და სამოქალაქო აქტიურობას რეალური ცვლილებების მიღწევა.

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ძველი სკვერის განახლება და სკვერების აღჭურვა ძელსკამებით და ნაგვის ურნებით -  ფინიშს უახლოვდება ეს ორი ინიციატივა, რომელსაც ხონის ქალთა თვითდახმარების ჯგუფი „თემის ძალა“ ახორციელებს დევნილთა დასახლებაში.

სამოქალაქო ინიციატივების ფარგლებში მოთხოვნილი თანხა სრულად ათვისებულია,   ინვენტარი შეძენილია და თემის მოსახლეობა სამუშაოების დასაწყებად გამოდარებას ელოდება.

ატრაქციონები, ძელსკამები, ნაგვის ურნები, ბალახის საკრეჭი აპარატი - ამ ყველაფრის და მათ მოსაწყობად საჭირო მასალის შეძენა ნიშნავს კომფორტულ ღია სივრცეებს, მოწესრიგებულ გარემოს. 

ინიციატივების განხორციელების შედეგად გაიზრდება თემში მცხოვრები ადამიანების ჩართულობა  და პასუხისმგებლობა საკუთარი დასახლების მიმართ.

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები