შეხვედრის მონაწილეებმა - ქუთაისის სხვადასხვა დევნილთა დასახლებაში მცხოვრებმა ქალებმა და გოგონებმა - ისაუბრეს პრიორიტეტულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებიც წლების განმავლობაში დაუგროვდათ თავიანთ თემებში. მთავარ ნუსხაში ინფრასტრუქტურული პრობლემები დაასახელეს: გაუმართავი სანიაღვრე სისტემა, სარდაფებში არსებული წყალი, ფასადების ავარიული მდგომარეობა, გადახურვა, შიდა გზების გაუმართაობა და ა,შ. ასევე გამახვილდა ყურადღება ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობაზე (რეპროდუქციული, ონკოლოგიური და შშმპ საჭიროებებისთვის). ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ ბევრგან არ არის სპორტული მოედანი და სკვერი.
შეხვედრის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ დაესწრებიან საკრებულოს სხდომებს, აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს დევნილთა თემებში იდენტიფიცირებული პრობლემების მოგვარებას.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
„ქსელის შექმნა, ქსელური მუშაობის პრინციპების განსაზღვრა და სამომავლო პერსპექტივები“ - ამ თემაზე ონლაინ გაიმართა ქსელური შეხვედრა. მასში მონაწილეობდნენ აქტიური ლიდერი ქალები და გოგონები ქუთაისის, ხონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების დევნილთა თემებიდან.
პროექტის ასისტენტებმა შესრულებული აქტივობები შეაფასეს და გამოწვევებზე ისაუბრეს. გამოსვლებში გაჟღერდა ინფორმაციები ქალების მხარდაჭერის და ამხანაგობების გაძლიერების აუცილებლობაზე.
მომდევნო პანელში შეხვედრის მონაწილე ქალებმა ტრენინგებზე მიღებული უნარების მნიშვნელობაზე გააკეთეს აქცენტი. მიაჩნიათ, რომ პროექტში ჩართულობა მათთვის ახალი შესაძლებლობაა თავიანთ თემში იდენტიფიცირებული პრობლემების ადვოკატირებისთვის.
მუშაობა მიმდინარეობს ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით, პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში“ ფარგლებში.
ქალთა ფონდ „სოხუმში“ გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქუთაისის დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები ქალები და გოგონები. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მოხდა დევნილთა სხვადასხვა თემში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაცია.
მონაწილეებმა საერთო დისკუსიის ფორმატით იმსჯელეს მწვავე პრობლემებზე. შედეგად - შეირჩა ორი ყველაზე პრიორიტეტული პრობლემა, რომელთა ადვოკატირება მოხდება მოქალაქეთა ჩართულობის სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „ძალადობის პრევენცია და მსხვერპლთა დახმარების რესურსები“. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების საქმიანობაზე, კრიზისულ ცენტრსა და იმ სერვისებზე, რომელიც მსხვერპლთა დასახმარებლად არსებობს.
სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმსჯელეს. მათი მოსაზრდებით , გენდერული სტერეოტიპების მსხვრევა ხელს შეუწყობს თანასწორუფლებიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას,პროცესში კი ახალგაზრდების ჩართულობა აუცილებელია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აწარმოებენ კვლევას"ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება"რომლის ფარგლებშიც ფოკუს_ჯგუფები და ინტერვიუები ტარდება.ჯგუფის წევრები გაეცნენ კვლევის ძირითად მიზნებს, ამოცანებს, განსაზღვრეს სამიზნე ჯგუფები და გადაინაწილეს პასუხისმგებლობები.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა ორდღიანი სემინარი თემაზე: „ადამიანის უსაფრთხოების მონიტორინგი - გენდერულად სენსიტიური მონიტორინგის ინსტრუმენტი“.
სემინარი გამიზნულია სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. სემინარს უძღვება საერთაშორისო ექსპერტი ზარა ჯარვინენი, რომელმაც შეიმუშავა „გენდერულად მგრძნობიარე ადამიანის უსაფრთხოების მონიტორინგის სახელმძღვანელო“ სახალხო დამცველის აპარატისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის. ღონისძიების მიზანია, მონაწილეთა შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ შეძლონ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხოების მდგომარეობის გენდერულ ჭრილში შეფასება, მონიტორინგი, გაანალიზება და ანგარიშგება, მათ შორის ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით.
სემინარში მონაწილეობდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეკატერინე გამახარია.
ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აგრძელებენ კვლევას „ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასების“ კუთხით. ეს ჯგუფი ამ ეტაპზე, ოთხ ფოკუს ჯგუფს ჩაატარებს. წევრები გაეცნენ კვლევის ძირითად მიზნებს, ამოცანებს, განსაზღვრეს სამიზნე ჯგუფები და გადაინაწილეს პასუხისმგებლობები. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ხონის, ქალთა მეორე საინიციატივო ჯგუფის წევრები, კვლევას „ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასების“ კუთხით, ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით გააგრძელებენ. ეს ჯგუფი, ამ ეტაპზე, წინასწარ განსაზღვრულ და შერჩეულ ოთხ რესპონდენტთან იმუშავებს.
ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრებს ტრენინგი ჩაუტარდათ თემაზე"დეზინფორმაცია და მასთან ბრძოლის მექანიზმენზე", მედიაწიგნიერების არსა და მნიშვნელობაზე. მონაწილეები ტრენინგის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში ჩაერთნენ. ახალგაზრდებმა მოისმინეს, თუ როგორ გაარჩიონ რეალური და ყალბი ინფორმაცია ერთმანეთისგან, შეიძინეს დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის საჭირო უნარები .
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები, აწარმოებენ კვლევას „ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება“ ,რომლის ფარგლებშიც ფოკუს ჯგუფები და ინტერვიუები ტარდება.უკვე განსაზღრულია კონკრეტული რესპონდენტები. ამ დროისთვის უკვე ჩატარდა ორი ფოკუს ჯგუფი და ერთი ინტერვიუ.
დეზინფორმაცია, არასწორი ინფორმაციისა და ცრუ ნარატივების გავრცელება ,როგორც თანამედროვე სამყაროს მნიშვნელოვანი გამოწვევა- ამ თემაზე ჩატარდა ტრენინგი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფისთვის. მედიაწიგნიერების არსისა და მნიშვნელობის შესახებ ახალგაზრდებს
გამოცდილი ტრენერი რუსუდან კარკაძე ესაუბრა.
მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს დეზინფორმაციის საკითხები და დაეუფლნენ ყალბი ინფორმაციის რეალობისგან გარჩევის პრაქტიკულ უნარებს.
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად აგრძელებენ გამოკითხვის პროცესს, რომელიც წინა თვეს დაიწყო. ჯგუფის წევრები პროცესს ფოკუს-ჯგუფების და ჩაღრმავებული ინტერვიუების მეთოდით ახორციელებენ. მიღებული ინფორმაცია საერთო კვლევაში აისახება, რომლის მიზანია ადამიანური უსაფრთხოების საკითხების გენდერულ ჭრილში გამოკვეთა.
ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა სამშვიდობო ინიციატივებზე გააკეთეს აქცენტი. დაიგეგმა რამდენიმე აქტივობა, რომელსაც ჯგუფის ლიდერები სხვადასხვა კლასში ჩაატარებენ. მათი მოსაზრებით, ეს აქტივობები ხელს შეუწყობს სამშვიდობო თემების პოპულარიზებას.